სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლილო - “თოვლჭრელოს“ ნიშნავს. იგი წერს: „რა თოვლი აჭრელდეს, იგი არს ლილო.“ „ლილო – თოვლი აჭრელებული, აქა–იქ გამდნარი“ – გვიდასტურებს ნიკო ჩუბინაშვილიც.
ლილოს მთა (ზოგჯერ ლილოს სერსაც უწოდებენ) მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით. ზამთარში, მთიანი ადგილისა და ხშირი ქარების გამო, ამ ადგილებში თოვლი ალაგალაგ დევს, შიგადაშიგ კი მიწა მოჩანს, ამიტომაც ერთგვარ ხალიჩისებურ სიჭრელეს ქმნის. ალბათ ამიტომაც შეარქვეს ჩვენს სოფელს ლილო – „ლილო–ჭრელო“, როგორც სულხან–საბა ახასიათებს.
ლილოს მთა გვიან შუა საუკუნეებში ქართლ–კახეთის სამეფოთა პოლიტიკურ საზღვარს წარმოადგენდა. ხალხური გადმოცემებისა და ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ლილოს მთაზე ადრე გადიოდა მოკლე, ცხენით სავალი გზა, კახეთიდან ქართლის გულის - მცხეთისაკენ. ეს გზა მიემართებოდა თელავიდან ლილოს მთისაკენ უჯარმისა და ლოჭინოს ხევის გავლით. შემდეგ კი გზა მცხეთისაკენ მიდიოდა. ამდენად ლილო ერთ–ერთი სტრატეგიული ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის აღმოსავლეთის მისადგომებთან. ლილოს აღმოსავლეთით მდებარე
ე.წ. „სათუთი კლდე“ თბილისის მისადგომებთან გასამაგრებელი პუნქტი უნდა ყოფილიყო და ერთგვარი მეციხოვნის როლი უნდა ეთამაშა მაშინდელი ლილოს დასახლებას თბილისის დასაცავად.
დღევანდელი „ნასაგურის“ ტერიტორიაც, „სათუთ კლდესთან“ ახლოსაა, პირველი დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო. დღეს ამ ადგილებში მხოლოდ ნასახლარების ნაკვალევი ჩანს. აქვე შეიმჩნევა საფლავები და ქვევრების სამყოფელიც. როგორც ჩანს, მტერთა პირველი შემოსვლა ამ ადგილის მაცხოვრებლებზე მოდიოდა, ამიტომაც ვერ გაუძლეს ჟამთა მსვლელობას და დასახლება აღიგავა პირისაგან მიწისა. ამ ადგილას შემორჩენილია „კვირაცხოვლის“ ეკლესიის ნანგრევები. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია ამ ადგილებზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება, რომელიც ბევრ რამეს ნათელყოფდა.
წლების წინ ამ ადგილებში აღმოუჩენიათ ადამიანთა ძვლები. მათი ნახშირბადული მეთოდით გამოკვლევის საფუძველზე ივარაუდეს რომ აქაური დასახლება ოთხი ათასი წლის მაინც იქნებოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ასეც იყოს, ვინაიდან არცთუ ისე შორს, ორიოდე კილომეტრის დაშორებით, ამავე ეპოქის სამარხებია აღმოჩენილი.
1962-63 წწ. სადგურ ლილოს მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის სამარხები, რომელიც მიეკუთვნება ძვ.წ. XVII-XVI სს. მათში აღმოაჩინეს ე.წ. თრიალეთური ტაოს კერამიკა, ბრინჯაოს იარაღი, ოქროსა და სხვა მასალის სამკაული, რქოსანი საქონლის ძვლები, თუმცა ადამიანის ძვლები არ უპოვნიათ (შესაძლო კრემანაციის გამო). ადამიანის ძვლები იპოვნეს უფრო გვიანდელი პერიოდის სამარხებში, მხოლოდ ინვენტარის გარეშე. თუკი ლილოს ტერიტორიაზე არსებულ ნასახლარებს სერიოზულად გამოიკვლევენ, ვფიქრობ, აქაც კარგი შედეგი იქნება.
ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს გეოგრაფიაში“ ქართლის სამეფოს აღწერისას აღნიშნავს, რომ „აღმოსავლეთით თბილისისა არის ლილო. არა არს მუნ ვენახი და ხილნი მთობისაგან, და არს უმდინარე წყაროებითა და ნაყოფიერებს მთურად. ტბანი არიან მცირენი და უთევზონი, მყვრითა სავსე. სხდების წერონი და ბატნი მრავალნი.“ ვახუშტი ბატონიშვილი ზუსტად აღწერს ლილოს ფიზიკურ–გეოგრაფიულ გარემოს. დღევანდელი ლილოს ნიადაგი მართლაც მოუსავლიანია, ხილიც ნაკლებად ხარობს ჭერმისა და ქლიავის გარდა. ვაზისთვის მშვენიერი ადგილია, თუკი სათანადოდ მოუვლიან. ლილოს ტერიტორია მთების გამო უწყლო ადგილია. რაც შეეხება წყაროებს, მართლაც რამოდენიმე წყარო არსებობს. მათ შორის ცნობილია „მეფე ერეკლეს“ წყარო. გადმოცემით, მეფე ერეკლეს თავისი ამალით ამ მხარეს გაუვლია, წყალი მოსწყურებია, მხლებლებს წყალი მოუძებნიათ. მეფეს ძალიან მოსწონებია ცივი და ანკარა წყაროს წყალი, შეუსვენია და ხმალი მიწაშია ჩაურჭვია. ამიტომაც შეარქვეს „მეფე ერეკლეს წყარო“. მეფეს მისი დაცვა უბრძანებია და ბევრჯერ სტუმრობდა აქ. ეს სრულიად შესაძლებელია მომხდარიყო, რადგან „მეფე ერეკლეს წყარო“ მდებარეობს მცხეთიდან უჯარმისკენ მიმავალ გზაზე. სიმართლეს შეეფერება ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ბაყაყებით სავსე მცირე ტბების შესახებ. ლილოში მთაზე დღესაც არის ბაყაყების გუბედ წოდებული ადგილი. მართალია წყალი დაშრა და არც ბაყაყებია, მაგრამ სახელი შემორჩა.

ლილოს მთის კალთებზე დღეს ოთხი დასახელებული პუნქტია _ დიდი ლილო, პატარა ლილო, ლენინისი და წითელუბანი. სადგურ ლილოს დასახლება ამ სიას არ ეკუთვნის, ვინაიდან რკინიგზის სადგურს უწოდეს ლილო და შემდეგ დასახლებაზეც გავრცელდა. ისტორიკოს უშანგი სალთხუციშვილის მიხედვით დიდი ლილო და პატარა ლილო XIX ს-ში დამკვიდრებული ტოპონიმებია. დიდ ლილოს ლილოს ეძახიან, პატარა ლილოს – ფშავრობს.
ვახუშტი ბატონიშვილს სოფელთა სიაში ხუთი დასახლებული პუნქტი შეაქვს ლილოს საერთო სახელწოდებით, ამიტომ ტექსტში ლილო მრავლობით პირშია ნახმარი – „კვალად მოიყვანა მამად-ყულიხანმა ლევანი, წარიძღუნნა ჯარნი და მოსტყუნვნის სრულიად ლილოები“. როგორც ჩანს , მაჰმადიანთა თარეშს ვერ გადაურჩა მთის ლილოს სოფლები და მიწასთან გაასწორა მტერმა. ისტორიულ წყაროებში ამ სოფლების სახელებად მოიხსენიება – ქვითკირის ლილო(წითელუბანი), კოდის ლილო(ვფიქრობ, ეს სახელი შემორჩენილია კოდის წყაროს სახელით. აქვე ახლოს ძველი სასაფლაოც ყოფილა), მთის ლილო(დიდი ლილო), ფშარობის ლილო (პატარა ლილო), ქვიშიანი (ეს სახელი ადრე რქმევია ლენინისს).
იოანე ბატონიშვილს ნაშრომში „ქართლ-კახეთის აღწერა“ ორი ობიექტი აქვს შეტანილი ლილოს სახელწოდებით – ერთი ქართლის სოფლებში, მეორე გარე კახეთის სოფლებში.. „ლილო სამეფო დაჩა-აშკარეთად წოდებული“. როგორც ჩანს, აქ უნდა მოეყვანა სვიმონ მეფეს დიდგვაროვანნი ოჯახებით, აქვე უნდა ასულიყო როსტომ მეფე დედოფალთან ერთად. ვფიქრობთ, ლილოში უნდა ყოფილიყო მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია ისევე როგორც სოფელ ტაბახმელაში.
40-იოდე წლის წინ ლილოში გაბათაშვილების უბანში(ძველ უბანში) აღმოაჩინეს თერთმეტი ქვევრი, თითოეული 500-700 ლიტრი მოცულობით. ქვევრები სიმაგრისთვის გარედან მოპირკეთებული ყოფილა. როგორც სოფელში მსჯელობენ, აქ ადრე ყოფილა სამეფო დარბაზი. ქვევრებში ღვინოს ინახავდნენ იმ შემთხვევისთვის, როდესაც მეფე თავისი ამალით დარბაზობდა.
ჟამთა სვლას ვერ გაუძლო ლილოს მოსახლეობამ. მუსულმანთა და ლეკთა შემოსევისგან მრავალჯერ დაინგრა და გაპარტახდა. ბევრჯერ აყრილა მოსახლეობა და სხვაგან გადასახლებულა. მაგალითად, ლილოდან წასულა ხალხი სოფელ თონეთში. ისინი ტრადიციულად წელიწადში ერთხელ უბრუნდებოდნენ მამა-პაპისეულ ადგილებს და თავიანთ სალოცავებში ღამისთევით ლოცულობდნენ. ამ ადგილას დღეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის საძირკველია შემორჩენილი.
XVIII ს-ის 50-ან წლებში ლილოში მაჩაბელს ხუთი კომლი ჩამოუყვანია, მათ შორის გაბათაშვილები, არსოშვილები, ბიჭოშვილები და სხვა. მას შემდეგ ეს გვარები დასახლდნენ ლილოს ტერიტორიაზე და გამრავლდნენ.
რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ სოფელში მშვიდობიანი პერიოდი დაიწყო. მოსახლეობა მომრავლდა. სოფელი გაიზარდა. 1810 წელს დიდ ლილოში ქართველთა 10-მდე კომლი ჩამოსახლდა ჯავახეთიდან.
მეფის რუსეთის უღელქვეშ სოფელი კვლავ გაჭირვებასა და უბედურებაში ღაფავდა სულს. ამიტომ იყო, რომ სოფლის ზოგიერთი ვაჟკაცი, რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილო, აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, რისთვისაც თერთმეტი კაცი 1924 წელს დახვრიტეს.
1960-იან წლებში სოფელი კვლავ გაიზარდა, ვინაიდან ბუნებრივი სტიქიისგან დაზარალებული 30-მდე ოჯახი ჩამოასახლეს სვანეთიდან. ისინი ადვილად შეეგუვნენ ჩვენი სოფლის ყოფა-ცხოვრებას. სოფელას დღეს შეემატა სამხედრო ნაწილის დასახლებაც, სადაც ძირითადად ლტოლვილები და სამხედრო ნაწილის თანამშრომელთა ოჯახები ცხოვრობენ.
ერთი სიტყვით, ჩვენი სოფელი წლობით კი არა, ყოველდღიურად იზრდება. მოსახლეობის აყრას, როგორც ლეკიანობის და ომიანობის დროს იყო, ხალხის გამრავლება სჯობია.
ღმერთმა გვამრავლოს!!!
1976 წელს აშენდა დიდი ლილოს საჯარო სკოლის ახალი შენობა 1995 წელს მოხდა დიდი ლილოს სოფლის მეურნეობის კუთვნილი მიწების პრივატიზაცია და გადაეცა სოფლის მოსახლეობას კერძო საკუთრებაში.

2001 წელს მოხდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის გახსნა.
2005 წლიდან დიდ ლილოში ფუნქციონირებს სამშენებლო მასალების საწარო ”ინტერპლასტი”. ის ყოფილი
ლილოს
წვენების
ქარხნის
ადგილზე
ჩამოყალიბდა
და
დღეს
კომპანია
”ინტერპლასტი”
პირველია
ამიერკავკასიაში
წარმოებული
პროდუქციის
რაოდენობითა
და
ხარისხით.
2007 წელს სოფელი დიდი ლილო, რომელიც აქამდე ეკუთვნოდა გარდაბნის რაიონს შეუერთდა თბილისის ისან-სამგორის რაიონს. ამავე წელს გაიხსნა ახალი პოლიციის შენობა და ამოქმედდა პატრული. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოხდა
ქუჩების
განათება.
2009 წელს აშენდა ახალი კეთილმოწყობილი საბავშო ბაგა-ბაღი
2010 წელს აშენდა საქართველოს სახელმწიფო არქივი და იქვე ახლოს თბილისის ნაგავსაყრელის პოლიგონი

This comment has been removed by the author.
ReplyDelete