უბნები
სოფელი დაყოფილია უბნებად -ზემო უბანი, ქვემო უბანი, ყოჩონაანთ უბანი, სვანების უბანი.
ზემო უბანი – სოფლის ზედა მხარეს სერზე მდებარეობს. შედარებით შემაღლებულ ადგილზეა ვიდრე ქვემო უბანი.
ქვემო უბანი – შედარებით უფრო დაბლობზე მდებარეობს და უფრო გვიან არის განაშენიანებული. ეს სოფლის ქვემო ნაწილია და სვანების ჩამოსახლებამდე სოფლის შესასვლელს წარმოადგენდა.
ყოჩონაანთ უბანი – სოფლის ჩრდილოეთით ხევს გაღმა მდებარეობს. ეს ტერიტორია ადრე ბაგაშვილებით მჭიდროდ იყო დასახლებული. 60 – იანი წლების შემდეგ დასახლება მოიშალა.
სვანების უბანი – მდებარეობს სოფლის სამხრეთით, შესასვლელში. 1968 წელს სვანეთიდან მთავრობის მიერ აშენებულ სახლებში რამოდენიმე ოჯახი დასახლდა.
მთები
სოფლის ზევით (მაღლა) მდებარეობს ორი მთა – მარჯვნივ და მარცხნივ, წმინდა გიორგის მთა (გაღმა მთა) და ჯიდა სოდონის მთა (გამოღმა მთა). ორივე მთას ერთად მაღლა მთას ეძახიან. ამ მთებზე გააშენეს ტყის მასივი. აძოვებდნენ საქონელს, თიბავდნენ, ადრე თესავდნენ კიდეც და კარგი მოსავალი მოდიოდა.

ხოდაბულის გორა - მდებარეობს ხოდაბულის მინდორზე. ის გრძელი და დიდი გორაა.
ჭიანჭველას გორა - მდებარეობს სოფლის დასავლეთიტ 1 კმ-ის დაცილებით. ფერდობები დაფარულია ჯაგნარით. გორაზე ცხოვრობს უამრავი ჭიანჭველა, ამიტომაც დაერქვა ეს სახელი.
წმ. გიორგის გორა - მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, ზეკაკულას გორის ზემოთ, რომლის თავზეც წმ. გიორგის ეკლესია დგას.
ფარქისას გორა - მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასვლეთით. ფიჩხიანის ტყის მაღლა პატარა გორაა. მის კალთებზე ტყეებია. ამ გორაზე გაკეთებული ყოფილა საყარაულო ქოხი მეტყევე ფარქისასი. ამის გამო შეარქვეს სახელად ფარქისას გორა.
უნაგირა - მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით ზეკაკულასა და წმ. გიორგის გორებს შორის. ეს ადგილი ფორმით უნაგირის შუა ნაწილს წააგავს, თითქოს უნაგირად არის გადებული ორ გორას შორის.
ზეკაკულას გორა - მდებარეობს სოფლის თავში. ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთით, ბუჩქნარიანი ადგილია.
ტეფიაანთ გორა - მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით,მარტყოფის გზის ქვემოთ. ორი პატარა გპრაა ქვევით და ზევით. გორის გარშემო უხნავს და უთესია კაცს სახელად სტეფანეს. ამ სახელის მიხედვით შეარქვეს გორას სახელი.
პეპელა ხუნწულას გორა - მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ის საშუალო სიდიდის ბალახით დაფარული გორაა.
ნასაგურის გორა - მდებარეობს სოფლის ზევით, ყოჩონაანთ უბანმთან, რომრელიც შემოსაზღვრულია ტყით. ამ გორაზე ოდესღაც სოფელი ყოფილა, გადიოდა აღმოსავლეთდან დასვლეთისაკენ მიმავალი გზა. ამჟამად შემორჩენილია ნასახლარები, ნაქვევრალები. ზოგჯერ ნასახლარის გორასაც ეძახიან.
ნემსია გორა - ქვია დიდი გორების გვერდით მდებარე პატარა გრძელ გორას. აქ უთესია კაცს სახელად ნემსა და გორასაც მისი სახელი შემორჩა.
კვირაცხოვლის გორა - მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთიტ, ყოჩონაანთ უბნის თავზე.
თათრის ხევის გორა - მდებარეობს თათრის ხევთან, რომლის ფერდობები შემოსაზღვრულია ტყით.
თელიანის გორა - სოფლის ბოლოში 4 კმ-ის დაცილებით მდებარეობს. მის ძირში არის მინდორი თელიანი, გორასაც მისი სახელი შწეარქვეს.
ზაგავის გორა - მდებარეობს ზაგავის ტყის აღმოსავლეთით, რომლის ფერდობი დაფარულია ტყით.
ელიას გორა - მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასვლეთით. ამ ადგილს კოდს ეძახიან. წინათ სულ ბაღები ყოფილა , ახლა კი ცარიელი მინდორია. იმ გორასთან დადებულია ერთი დიდი ქვა. ადრე სოფლის დედაკაცები მიდიოდნენ და ქვას წყლითაბანავებდნენ, რომ წვიმა მოსულიყო. აქ ტარდებოდა ელიაობის ცერემონიალიც. ამიტომაც შეარქვეს ელიას გორა.
დიდი გორები - მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ის დაცილებით, მაღალი გორებია. წინათ ეს გორები უსარგებლო ყოფილა. მეურნეობამ მის ფერდობებზე ხეხილი გააშენა. რადგან ორივე გორა დიდი და მაღალია დიდი გორებს ეძახიან.
ველები
შუა ველი – იგივე ნივრის ველი. იგი მდებარეობს ფიჩხიანის შუაგულში და ამიტომ დაარქვეს შუა ველი. ამ ველზე ადრე კოლმეურნეობა ნიორს თესდა, ამიტომაც შეარქვეს ნივრის ველი.
სამგლე ველი – მდებარეობს ფიჩხიანის ტყის განაპირას, რომლის ერთი მხარე შემოსაზღვრულია თათრის ხევით. ამ ადგილას ბინადრობდა ბევრი მგელი. ახლაც ზოგჯერ გამოჩნდებიან ხოლმე.
მურადის ველი – მდებარეობს მურადის ტყის მახლობლად. ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი.
თინაანთ ველი – მდებარეობს ტყის ნაპირას და შემოსაზღვრულია ფოთლოვან ხეთაპატარა ტყით, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა თინაანთ საგვარეულოს კუთვნილებას.ვაკეები
სასაპონე ვაკე – მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით. სოფლიდან 5 კმ-ის მოცილებით, სწორი ვაკეა. წინათ სახნავ-სათესად და სათიბად იყენებდნენ. ახლა იქ ვენახებია გაშენებული. ადრე ერთ მეურმეს სასაპონე რქა დაუკარგავს (კამეჩის რქა რომელშიც საპონს აქაფებდნენ და ურმის ღერძს უსვმდნენ გასგრილებლად) ამიტომ ამ ადგილს სასაპონე ვაკე შეარქვეს.
წვრილ ხევების ვაკე – მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით. წინათ,სახნავ სათესად იყო გამოყენებული, ახლა ვენახებია, იწყება წვრილ ხევების ბოლოს, ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი.
უჯიშო ვაკე – მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით. მარტყოფის და სამგორის არხის ქვემოთ. მწირი ადგილისა და ბუჩქნარის გამო სახნავ-სათესად ვერ იყენებდნენ. მოგვიანებით ამოძირკვეს და ხეხილი გააშენეს. რადგან ადგილი გამოუსადეგარი იყო შეარქვეს უჯიშო ვაკე.
მინდვრები
ხოდაბული - ეს მინდორი მდებარეობს არმოსავლეთით სოფ. ნორიოს მიჯნაზე, დიდი მინდორია და სახნავ-სათესად კარგია. მოგვიანებით ამ ადგილზე გააშენეს წიწვნარი.
რიყეები - მინდორია სოფლის
სამხრეთ-დასავლეთით. ეს მინდორი ქვიანი და რიყიან ადგილია. იყენებენ სახნავ სათესად.
ნაკალოარი - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით. ზოგან ჯაგნარია. წინატ ამ ადგილას დიდი კალო ყოფილა, ამიტომაც უწოდებენ ნაკალოარს.
კოდის მინდორი - მდებარეობს კოდის წყაროს მიდამოებში. ნაწილი მაღლობზე და ნაწილი დაბლობზე. წინათ აქ დიდი ბაღები ყოფილა. ახლა კი ტრიალი მინდორია. იყენებენ სახნავ-სათესად და სათიბად. ამ მინდორს ხნავდა და თესავდა კაცი სახელად კოდა, სწორედ ამიტომ ქვია ამ მინდორს და წყაროსაც კოდის სახელი.
თელიანის მინდორი - სოფლის ბოლოში 2 კმ-ის მოცილებით ადრე პატარა თელები მდგარა. ამჟამად ვენახები და ბაღებია გაშენებული.
თეჯიგები - სოფლის დასავლეთით ვაკე ადგილია. ამჟამადმეურნეობის ყოფილი ბაღებია. ადრე ჯაგებითა და თელებით ყოფილა დაფარული, ალბათ ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი.
გამოღმა კუთერგინა - მდებარეობს ჯოჯია ხევის მახლობლად, პატარა მინდორია ჯაგნარით. ეძახიან პატარა კუთერგინასაც.
გაღმა კუთერგინა - მდებარეობს სოფლის დასავლეთით. ჯოჯია ხევის გაღმა, დიდი მინდორია ჯაგნარით. ის გამოუსადეგარია და დიდ კუთერგინასაც ეძახიან.
ფერდობები
კვირაცხოვლის ფერდობი - მდებარეობს სოფლის ზევით ყოჩონაანთ სოფლის ზევით ყოჩონაანთ უბანთან, როგორც ჩანს ძველად აქ სოფელი ყოფილა კვირაცხოვლის სალოცავით. დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
კლდეები
თეთრი კლდეები - არის ქომის ხევთან. თეთრი ფერის კლდეებია.
სათუთი კლდე- მდებარეობს სოფ დიდ ლილოსა და ნორიოს მიჯნაზე, ლილოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. ძალიან დიდი და მაღალი კლდეა. მასზე ასვლა ძნელია, შესახედავათ საშინელი, რადგან ციცაბოა და მიუდგომელი, ალბათ ამიტომ შეარქვეს ეს სახელი.
სერები
შუა გზის სერები - მდებარეობს მეზობელი სოფლის პატარა ლილოსკენ მიმავალი გზის ნაპირას. სოფლიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს გზის შუა ადგილას ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი.
აღმართები
ჯიდა სოდონის აღმართი - ადის ჯიდა სოდონის მთაზე, მაღალი და ქვიანია.
ხორჯიყის აღმართი - ხორჯიყის გუბეს აქვს ასასვლელი აღმართი, საკმაოდ ქვიანია, რადგან ხორჯიყის გუბისკენ მიდის ამიტომაც შეარქვეს ეს სახელი.
წმ. გიორგის აღმართი - ზეკაკულას აღმართის გაგრძელებაა და ადის წმ. გიორგის გორაზე.
მურადის აღმართი- მიდის მურადის ტყისკენ, რიყიანი და ქვიანი ადგილია.
ზეკაკულას აღმართი - მიემართება ზეკაკულას გორისაკენ.
ხევები
ჯოჯია ხევი - მდებარეობს სოფლის დასავლეთით, მჭამელა ხევის პარალელურად, მისგან ნახევარი კმ-ის დაშორებით. ესეც ვიწრო ხევია, მხოლოდ სიგრძით დიდია. შიგ სამთარ-ზაფხულ მოდის წყალი. ამ ხევის გასწვრივ წინათ მიწას ხნავდა კაცი სახელად ჯოჯია, რაც გახდა ხევის დსახელწოდების საფუძველი.
ხოდაბუნის ხევი - მდებარეობს ხოდაბუნის მინდორზე, ღრმა, გრძელი ხევია, ეს ხევი მშრალია. მასში წყალი არ მოდის. მინდვრის სახელის მიხედვით დაერქვა ხევსაც სახელი.
მჭამელა ხევი - სოფლის დასავლეთით მდებარე გრძელ, ვიწრო ხევს ჰქვია. ხევი სოფლის გასწვრივაა გაყოლებული, შიგ ცოტა წყალი მოდის.თათრების შემოსევისას აქ ბევრი თათარი დაუხოცავთ. ამიტომაც შეატქვეს მჭამელა ხევი.
წვრილი ხევები - მდებარეობს სოფლის სანხრეთ-აღმოსავლეთით. ეს ხევებია მუხია ხევი, ქვის ხევი, კატოს ხევი, კუის ხევი, ფარეშების ხევი. ყველას ერთად წვრილ ხევებს ეძახიან.
ცოდიანთ ხევი - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით სამიოდე კილომეტრის დაშორებით, ღრმა ხევია, შიგ წყაროა, რომელსაც ცოდიანთ ხევის წყაროს ეძახიან. ამბობენ ხევში ბევრი თათარი დაუხოცავთ და სახელიც ამიტო დაერქვა. მეორე ვერსიით ზამთარში გზაზე ბევრი მგზავრი მოდენილა, უცებ ძლიერი ქარბუქი ამოვარდნილა. მგზავრებს ხევისთვის შეუფარებიათ თავი ქარბუქს ისინი ხევში დაუღჩვია და სახელიც ამიტომ დაურქმევიათ.
ყაჩაღების ხევი - მდებარეობს სოფლის დასავლეთით თეჯიბის მინდორზე. ღრმახევია, დაბურული, მაყვლიანი, წყაროც ამოდის. ამ ხევს ადრე ყაჩაღები აფარებდნენ თავს, ამიტომაც ჰქვია ყაჩაღების ხევი.
ყევადავა - სოფლის ბოლოშია, მიმართულება აქვს სოფლის გასწვრივ(ვერტიკალურად). ხევი ფართოა, შიგ წყალი მოდის. ეს ხევი სოფლიდან იწყება და გრძელდება სამგოპრის არამდე. იგი კატოს ხევს უერთდება. ამავე ხევზე გადადის მარტყოფისა და ნორიოს გზა, რისთვისაც ხევზე ხიდია გადებული.
ქვის სერის ხევი - მდებარეობს სოფლის ქვემოთ, სოფლიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით.ხევია ღრმა და მშრალია.
ქომის ხევი - მდებარეობს სოფლიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით. საკმაოდ გრძელი და ფართო ხევია. ზემო ნაწილი ძალიან ფართოა, ქვემოთ თანდათან ვიწროვდება. შიგ ხევში დიდი ტყეა. ამ ტყესაც ქომისას ეძახიან. ქომ - ოსურად ხეობას ნიშნავს. ხევის სახელიც აქედან მოდის.
ფშატიან ხევი - მდებარეობს სოფლის დასავლეთიტ, თეჯიგების მინდორში. ღრმა ხევია, მაგრამ არ არის გრძელი. ამ ხევში ფშატის ჯაგებია, ამიტომაც უწოდეს ფშატიანი ხევი.
მიჯნის ხევი - ერთი ხევი, მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, რომელიც სოფ. ლილოსა და ნორიოს ტერიტორიას გამოყოფს, მეორე მიჯნის ხევი კი მდებარეობს სოფლის დასავლეთით.
საყინულე ხევი - საყინულე ხევი შენაკადივით ერთვის ქობის ხევს და მისი გაგრძელებაა. ხევი ღრმაა და შიგ ტყეა. ხევში ძალიან ცივი წყალი მოდის. ესაა ყაჩაღების წყაროს წყალი. ამ ხევში ზამთარ-ზაფხულ თოვლია. ჩრდილიანი ადგილია სადაც მზე არ აღწევს, ამიტომაც ქვია საყინულე ხევი.
მუხიანი ხევი - სოფლი ქვევით მდებარეობს 5 კმ-ის დაშორებით ქვის სერის ხევის გვერდითაა. ხევი ღრმა არაა და მშრალია, შიგ პატარა მუხებია ამიტომაც ჰქვია ეს სახელი.
მშრალი ხევი - შედის დუქნის ხევში, რომელიც სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. პატარა მშრალი ხევია, დაფარული ეკლის ბუჩქებით.
კუის ხევი - მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით. პატარა ხევია, შიგ პატარა წყაროა. ხევში ბინადრობს ბევრი კუ და სახელიც ამიტომ შეარქვეს.
თათრის ხევი - მდებარეობს სოფლის დასავლეთით. ჯოჯია ხევის პარალელურად , მისგან ნახევარი კილომეტრის დაშორებით. ხევი ღრმაა, შიგ ბუჩქნარია და ცოტა წყალიც მოდის. წინათ ხევში თათრები ყოფილან და შიგ ჩაუხოცავთ ქართველებს.
დუქნის ხევი - მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით. საშუალო სიღრმის ხევია. შიგ პატარა წყარო მოდის, იგი მჭამელა ხევის გაგრძელებაა. წინათ ამ ხევთან დუქნები ყოფილა. ამიტომ დუქნის ხევს ეძახიან.
ბოგირის ხევი - ეს ხევი სოფლის ბოლოშია სამხრეთ-აღმოსავლეთით მარტყოფის გზაზე. შიგ პატარა წყარო მოდის. წინათ ამ ხევზე მარტყოფის გზა გადიოდა , რისთვისაც იყო პატარა ხიდები(ბოგირები). ეს ხიდი ეხლაცაა. მას ბოგირების ხიდი ჰქვია.
ტყეები
ხორჯიყა - შედის ქომის ტყეში. სადაც არის გუბე, რომელსაც ხორჯიყის გუბეს ეძახიან.
წმ. გიორგის ტყე - მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესიის ირგვლივ.
ქომის ტყე - მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, სამიოდე კილომეტრის დაშორებით. ხელოვნური ფოთლოვანი ტყეა. ხარობს მუხა, რცხილა, წიფელი, პანტა, მაჟალო, შვინდი. მთლიან ტყეში შედის პატარ-პატარა ტყეები : ხორჯიყა, დამბოგინა, ეურდა. ესეც ფიჩხიანის მსგავსი ტყეებია.
ფიჩხიანი - მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, სოფლიდან 4 კმ-ის დაშორებით.ამ ტყეშ არისხევიც, რომელსაც ფიჩხიანის ხევს ეძახიან. ტყეში იზრდება დაბალი ხეები. სოფელი სარგებლობდა ამ ტყიდან ფიჩხით და სახელიც აქედან შემორჩა.
პატარა ტყე - სოფელთან ახლოსაა. ყოჩონაანთ უბანში ხევშია გაშენებული.
ორხევი ტყე - მდებარეობს სოფლის ჩრდილოე-აღმოსავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით.
ტყე გაშენებულია ფერდობზე, მას ორივე მხრიდან ხევი ჩამოუდის. ამიტომაც ორხევს ეძახიან.
მურადა - ეს ტყე ფიჩხიანის ტყის ნაწილია, ხშირად წვიმიან ამინდში ამ ადგილს ნისლი შემოეხვევა და შავად მოსჩანს, თითქოს შეიმურაო მოხუცები ტყის სახელწოდებას მურს უკავშირებენ.
ზაგავა - მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით ტყე მთიან ადგილზეა. ტყე დაბურულია და უმეტესად ეკლიანი მცენარეებითარის დაფარული. აქ გავლა დაუგაზავად ვერ ხერხდება. შესაძლოა სახელიც ”ზაგავ” დაგაზვას უკავშირდება.
ვაკე ტყე - მდებარეობს სოფლის ზევით 3 კმ-ის დაშორებით იგი ქომა ტყის გაგრძელებას წარმოადგენს. ტყე ვაკე ადგილას მდებარეობს, ამიტომაც მისთვის ვაკე ტყე დაურქმევიათ.
აბელას ტყე - მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით1 კმ-ის დაშორებით. არის პატარა ბუჩქნარი ტყე. სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი კაცი აბელა, რომელიც ხშირად დადიოდა ამ ტყეში და ზურგით მოჰქონდა ფიჩხი. ამიტომაც აბელას ტყე შეარქვეს.
წყაროები
ნასაგური - მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფ. ნორიოს მიჯნასთან. წყარო ძალიან დიდია, გაკეთებული აქვს აუზი. წყალი ცივია და გემრიელი. სოფელი ადრეც და ეხლაც ამ წყლით სარგებლობს. წყაროს დასაკუთრებაზე ლილოელებს და ნორიელებს ჰქონიათ კამათი, მაგრამ ლილოელებს დაუსაკუთრებიათ.
ჯიდა სოდონა - მდებარეობს სოფლიდან 2 კმ-ის დფაშორებით, ყოჩონაანთ უბანთან ახლოს. წყარო პატარაა და მაყვლიან ხევში მდებარეობს. მის ირგვლივ ნასახლარებია. ეს წყარო უპოვია კაცს სახელად ჯიდა. სოდონა ოსურად წყაროს ნიშნავს. ანუ ჯიდას წყარო.
ყაჩაღის წყარო - მდებარეობს სოფლის დასავლეთით, თეჯოგების მინდორში, ყაჩაღების ხევში.
ფშატის ხევის წყარო - მდებარეობს სოფლის ქვევით, სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-4 კმ-ის მანძილზე,ფშატის ხევში.
რუსების წყარო - თათრის ხევში ყოფილა ეს წყარო, ამ ადგილას რამოდენიმე რუსულ ოჯახს უცხოვრია, მათ გამოუყვანიათ პატარა ლილოს მინდვრიდან მილებით. სამგორის არხის გაყვანისას ეს მილები ამოუყრიათ და ამიტომაც წყალი აღარ არის.
მეფე ერეკლეს წყრო - მდებარეობს ქომის ტყის და ქომის ხევის შუა ადგილას. წყალი მეტისმეტად ცივია. ამ ადგილას სოფლის მოსახლეობამ დასასვენებელი ადგილი გააკეთეს მოაპირკეთეს და მაგიდაც დადგეს. ძველად მეფე ერეკლეს ამ ადგილას შეუსვენია ჯართან ერთად და ამიტომაც შეარქვეს მეფე ერეკლეს წყარო.
ილიას წყარო - მდებარეობს თათრის ხევში, მაყვლნარში. ძალიან ცივია და სუფთა წყალია. სოფელში ადრე უცხოვრია ვაჭარ ილიას. მისი ვაჭრობის საქმე კარგად მიდიოდა. სოფლის მეორე ვაჭარს ის სძულდა, მოუქრთამია სამი კაცი და ილიას მოკვლა დაუვალებია. როდესაც ილია ქალაქში მიდიოდა ამ ადგილას მოუკლავთ. იქვე წყარო უპოვიათ და ილიას წყარო შეურქმევიათ.
კოდი სწყარო - მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. აქ ადრე ვენახები ყოფილა. ლეგენდის მიხედვით ეს წყარო კაცს სახელად კოდას უპოვია.
დამბოგინას წყარო - მდებარეობს დამბოგინას ტყეში.
ბოგირების ხევის წყარო - მდებარეობს ბოგირების ხევში. წყალი უსუფთაო და გამოუსადეგარია.
ბოთოსაანთ წყარო - (ჩაჩნის , ავარების წყარო) მდებარეობს სოფლის ჩრდილილო-დასავლეთით 1-2 კმ-ის დაშორებით. გამოდის პატარა გორაკის ძირას. სოფლის ერთერთი უბანი ამ წყაროს წყალს იყენებს. ეს წყარო მდებარეობს სოფლის ძველი მაცხოვრებლების ბოთოსაანთ ნაკვეთში და სახელიც აქედან დაერქვა.
გუბეები
ბაყაყების (ხორჯიყის) - გუბემდებარეობს ხორჯიყის ტყეში კალოსავით ჩავარდნილი ადგილია. წვიმების დროს დგება, გვალვის დროს შრება. გუბეში ბევრი ბაყაყი ბინადრობს და სახელიც ამიტომ შეარქვეს.
თეჯიყების გუბე - მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთიტ, 4 კმ-ის მოშორებით, თეჯიყების მინდორში. ამ გუბეში ჩალაა ამოსული.
რიყეები
ქომის ხევის რიყე - სოფლის თავში ჩრდილოეთით ქომის ხევში მდებარეობს.
ჭაობები
ჭაობები - მდებარეობს სოფლის დასავლეთით, კოდის მიდამოებში, ჭაობიანი და ჩალიანი მინდორია. გარშემო ხნავენ და თესავენ.
კალოები
კონიანთ კალო - მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეკუთვნოდა კონიოაანთ ოჯახს.
ჩონიაანთ კალო - დღევანდელი სავადმყოფოს ეზოა, ეკუთვნოდა ჩონიაანთ ოჯახს.
გუჯაანთ კალო - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ცხოვრებაშვილების(გუჯაანთ) კუთვნილება იყო.
თინაანთ კალო - მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთ განაპირას თინაშვილების საკუთრება იყო.
ოქრუანთ კალო - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ხევის ძირას, ოქრუაშვილების საკუთრებაა.
ყოჩონაანთ კალო - მდებარეობს სოფლის გაღმა, ყოჩონაანთ უბანში.
გოლაანთ კალო - მდებარეობს სოფლის თავში, მაღლობზე. გოლაანთ ოჯახის კუთვნილება იყო.
ვანიაანთ კალო - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ხევთან, ვანიშვილების კუთვნილებაა.
მღვდლის ვენხი - მდებარეობდა სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელიც მღვდელს ეკუთვნოდა. ამჯამად სოფელია გაშენებული.
მაჩაბლიანთ ვენახი - მდებარეობდა სოფლის სოფლის ბოლოში. ადრე ვენახი და ბაღი ყოფილა. ამჯამად სოფელია გაშენებული.
ნავენახები - მდებარეობს სოფლის ბოლოში. მეურნეობის კუთვნილება იყო. ამჯამად მოსახლეობის საკუთრებაა.
კოდის თავის ბაღები - მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით. ადრე დიდი ბაღები ყოფილა, ამჯჟამად ცარიელი მინდორია.
დუქნის თავის ბაღი - მდებარეობს სოფლიდა მოშორებით , სამხრეთით. ბაღი საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული, ამჟამად ცარიელი ადგილია.

ხევადალი?
ReplyDelete