Thursday, November 14, 2013

იცით თუ არა, რომ...

                       თედო ლილოელი
 
      თედო ლილოელზე (გვარად ავალიშვილი) ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა. თედოს შვილის აწ გარდაცვლილი ვასილ ავალიშვილის გადმოცემით, თურმე თიანეთში ყოფილა ძლიერი მოჭიდავე თიანელი ტონე. ტონეს დაუტრაბახია თედო წაქცეული მყავსო. გაუგია თედოს და ძალიან გაბრაზებულა. ერთხელ თედო მინდორს ხნავდა, ვიღაცას უთქვია, თედო დღეს მცხეთობააო. უი, თუ დღეს მცხეთობაა, წავალ იქ ტონე იქნება და დავეჭიდებიო. ტანსაცმელი შეუსწორებია, ჩაუფერთხია, შემჯდარა ცხენზე და წასულა მცხეთაში. მივიდა და რას ხედავს, ტონე ტრიალებს წრეში და ჩხუბობს, რატომ არავინ მეჭიდავებითო? გაბრაზებული თედო დაჭიდებია და წაუქცევია. იმ დროს ილია ჭავჭავაძე ყოფილა მაზრის უფროსი, მისულა თედოსთან და ოქროს თუმნიანი უჩუქებია. ის თუმნიანი თედომ ნიკიტინის ცირკს შესწირა კეთილდღეობისათვის.  მის ქველმოქმედებაზე და ვაჟკაცობაზე ლექსებიც დაწერილა:

„თურმე წრეში იბღვირება თიანელი ტონე,
ვინ არის რომ გამოსცადოს ჩემი მკლავის ღონე.
გადმოხტა მოედანზე წრეს კიდევ შემოურბინა,
ამ დროს ლილოელ თედომ მინდვრები გადაირბინა.
ცხენით მიადგა მოედანს ეს საჭიდაო ველია,
 სალამი მისცა ტონესა ახლა ბიჭობა ჩვენია.
დაიძგერნენ ერთმანეთსა ორი ძლიერი აღმოჩნდა,
მაყურებელი განიდის გულიდან ოხვრა აღმოხდა.
მაგრამ თედომ ილეთები არ დაივიწყა ძველია,
შუა კაური გამოსდო ხელთ მოიმწყვდია დევია.
მომწყვდევას კიდევ ვინ ჩივის ზურგით მიწაზე გააკრა,
მატ გადაკოცნეს ერთმანეთს, ბეჭებზე ხელი დაარტყა.
უტხრა, ნუ დარდობ ძმობილო ეს მუდამ ასე ხდებაო,
ან მე წაგაქცევ ან შენა ჭიდაობას უხდებაო.
ასე დაშორდნენ ერტმანეთს თედო და ტონე ძლიერი,
ღმერთო შენ მიეც სამშობლოს ასე ძლიერი შვილები.
მაზრის უფროსი ილია ამ ამბავმა გააოცა,
მივიდა და ლილოელსა გამარჯვება მიულოცა.
როგორ დაძლიე თევდორე ჩვენი ძლიერი ტონეო,
მაგარი კაცი ყოფილხარ, მკლავში გქონია ღონეო.
გამიმართვი თუმნიანი ოქროსია არა ცუდი,
კაციც შენა ყოფილხარ და გხურებია თავზე ქუდი.
მიდის თედო მიაბიჯებს ცხენიც კარგი ყავს რაშია,
ჯიბეში თუმნიანი აქვს და მიაბიჯებს სახლშია.“
                                                          
                                                                                          მ. ჩადუნელი


                            იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) მამულეთი

         სტალინის მამა ბესარიონ ჯუღაშვილი იყო ლილოელი გლეხი, მისი შეკერილი ჩექმებით სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობდა, სწორედ ამიტომ მან სახელი გაითქვა, როგორც მეწაღემ. ბესარიონს სოფელში ნალოგი(გადასახადი) ჰქონდა, მაგრამ იძულებული გახდა ფულის უქონლობის გამო ქალაქ გორში წასულიყო, სადაც იქაურ ქალბატონ ეკატერინე (კეკე) გელაძეზე დაქორწინდა 1874 წელს. მათ სამი შვილი შეეძინათ. პირველი – გიორგი დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე ვაჟიც, სახელად მიხეილი, ორი კვირის სიცოცხლის შემდეგ გარდაიცვალა. 1878 წელს ჯუღაშვილების ოჯახში მესამე ვაჟი, იოსები დაიბადა. ჯანმრთელობის მხრივ იგი სუსტი ბავშვი იყო. 5 წლის ასაკში მას შეეყარა ყვავილი და სასწაულად გადარჩა, თუმცა, ავადმყოფობამ ნაყვავილარი სახე დაუტოვა.
სტალინი (სტალ, როგორც ფოლადის კაცი) ეს არის იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ზედმეტსახელი, რომელიც მას ლენინმა შეარქვა, მისი პიროვნების სიძლიერისა და სიმაგრის გამო. იმ უბანს სადაც ჯუღაშვილები ცხოვრობდნენ დღესაც ჯუგაანთ უბანი ეწოდება.


                                               ქ.თბილისის #217 საჯარო სკოლა
ქ.თბილისის #217 საჯარო სკოლა

1903 წელს დიდ ლილოში გაიხსნა პირველი ოთხკლასიანი სკოლა.
სასწავლო შენობა ერთ-ერთ შეძლებულ მცხოვრებს, კაცურ კაცს, ლილოს ახალგაზრდობის დიდ მოამაგეს ბატონ ფორაქიშვილს გადაუცია ახალგაზრდობისათვის. არ იქნებოდა გადაჭარბებული თუ ვიტყოდით, რომ „ასე დაირწა პირველი აკვანი სწავლა-განათლებისა დიდი ლილოში“. შენობა ყოფილა ორ სართულიანი, მეორე სართული ხის აივნით. გამოჩენილან სოფლის თავკაცები, რომელთაც ფართის სიმცირისა და უსაფრთხოების  გამო მეორე სართულის აივანიც საკლასო ოთახად ამოუშენებიათ.
პირველ ოთხ კლასში ისწავლებოდა დაწყებითი კლასების ძირითადი საგნები, ხოლო საღვრთო სჯულს ასწავლიდა მღვდელი კახაბერი, რომელიც 1924 წელს 11 ლილოელთან ერთად ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დაუხვრეტიათ სართიჭალის მიდამოებში. დაწყებით სკოლაში  დირექტორებად უმუშევიათ ვანო რუხაძეს, ანტონ მორჩილაძეს, დიმიტრი ფხალაძეს და გივი ლეჟავას.
1948 დაწყებითი სკოლა გადაკეთდა შვიდწლედად ხოლო, 1955 წელს საშუალო სკოლად 2007 წლიდან აღნიშნულ სკოლას ისანი-სამგორის რაიონთან მიერთების შემდეგ მიენიჭა #217.
 1903 წლიდან დღემდე დიდი ლილოს საჯარო სკოლის დირექტორები იყვნენ: ი.  რუხაძე, მ. მორჩილაძე, დ. ფხალაძე, გ. ლეჟავა, ო. პაკატილოვა, ვ. ჩაგელიშვილი, ი. ნუცუბიძე, შ. ზედანია, მ. კიკალიშვილი, ალ. ქარცივაძე, მ. ნუცუბიძე, რ. ქელდიშვილი.
მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილი და ამგდარი დირექტორი, რომელმაც მთელი ცხოვერება, 50 წელი, ლილოს სკოლის კეთილმოწყობას და ახალგაზრდობის აღზრდას შეალია, იყო აწ გარდაცვლილი ქალბატონი ალექსანდრა ქარცივაძე.






ძველი სკოლა







                                                           ახალი სკოლა
                                                 







გაბათაშვილების გვარი

 
       გაბათაშვილების გვარი ერთერთი უძველესია დიდი ლილოს დასახლებაში მათი გვარი მაჩაბელმა ჩამოასახლა რამოდენიმე კომლთან ერთად XVIII საუკუნეში. გაბათაშვილების გვარის წარმომადგენელი იყო ერთერთი საუკეთესო მედროშე ერეკლეII ჯარში, გმირობისათვის ერეკლეს მისთვის ვენახებიც კი უბოძებია. გაბათაშვილებს გერის წმინდა გიორგიდან წამოუღიათ ქვა რომელიც გამოიყენეს ლილოში წმინდა გიორგის ეკლესიის ასაშენებლად. მათვე ააშენეს ლილოში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიაც სადაც დასვენებულია ეკლესიის მშენებლის  ნეშთი გაბათაშვილების უმეტესობა მშენებელი, არქიტექტორი, ინჟინერი ან მხატვარია. ამასთან გამოირჩევიან ვაჟკაცური ხასიათით, შრომის მოყვარეობით და ,,კარგი პურის ჭამით" რაც, ასახულია მათ საგვარეულო გერბზეც.

                                                        

No comments:

Post a Comment