Thursday, November 14, 2013

ტრადიციები და დღესასწაულები

             ვიდრე ლილოში კულტურის კერები აშენდებოდა, სოფლის ახალგაზრდობას გართობისა და თავშეყრისათვის ორი ადგილი ჰქონია შერჩეული სოფლის აღმოსავლეთით ღვთისმშობლის ეკლესიასთან .. გოლაანთ კალო და სოფლის დასავლეთით ყორანაანთ უბანი. საღამოობით იკრიბებოდნენ აქ ახალგაზრდები და იმართებოდა ლხინი, გართობა. გვიანობამდე ისმოდა დოლი და გარმონის ხმები.
             დიდ ლილოში აღინიშნება თითქმის ყველა საეკლესიო და საერო დღესასწაული. განსაკუთრებულად უყვარს ხალხს ახალი წლის (1 იანვარს) და შობის(7 იანვარს) აღნიშვნა. ასევე ზეიმობენ აღდგომას, მარიამობის დღესასწაულს 28 აგვისტოს და გიორგობას 23 ნოემბერს.
                                                   

                                               ქორწინების
რიტუალი დიდ ლილოში


             ქორწინების
რიტუალი დიდ ლილოში შემდეგი სახით ტარდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ნეფე-პატარძლის გამოწყობა. უფრო მნიშვნელოვანია პატარძლის გარეგნული სახე. ადრე პატარძალს ფატას ადგამდნენ, ახლა ფატას აღარ იხურავენ. მთავარია ლამაზი ვარცხნილობა და თმის ლამაზი სამაგრები. კაბა კი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, რადგან თეთრი ფერი პატიოსნების, სიწმინდისა და სიმართლის სიმბოლოა.
                ქორწინებისთვის ლამაზად ეწყობა სასიძოც. ქორწილში განსაკუთრებული რიტუალს ასრულებს ვაჟის ხელის მომკიდე, ანუ მეჯვარე, რომელიც ძალიან აქტიურობს ვიდრე პატარძალს სასიძოს მიჰგვრის და ჯვარის დასაწერად. ჩვენს სოფელში მეჯვარის როლი 10-15 წლის წინ ასე გამოიხატებოდა: მექორწინეები როდესაც მივიდოდნენ პატარძლის სახლში, სიძე და მეჯვარე მოდიოდნენ პატარძლის ოთახთან. პატარძალი თავის თანმხლებლებითურთ ჩაკეტილი იყო ოთახში. კარებში იდგა პატარძლის რომელიმე ახლობელი, რომელიც ასრულებდა მისი გაყიდვის ცერემონიალს. კარში მდგომს ევაჭრებოდა მეჯვარე. თუ მეკარე მკაცრი გამოდგებოდა, პატარძალს ძვირადაც გაყიდდა. თუ მეჯვარე მოხერხებული აღმოჩნდებოდა ქალს უფულოდ გამოიყვანდა, მაშინ საქოწინო ტახტზე, სადაც მეფე-პატარძალი უნდა დამსხდარიყვნენ დააწვენდნენ 7-8 წლის ბავშვს, ვიდრე მეჯვარე ფულს არ მისცემდა არ ადგებოდა.
                ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ეკლესიაში ჯვრისწერა. ჯვრისწერის პროცესში ხდება მათი თანხმობის განცხადება ქორწინებაზე ღვთის წინაშე, ერთგულებისა და სიყვარულის ფიცის დადება. მარჯვენა ხელზე უკეთებენ ერთმანეთს საქორწინო ბეჭედს, რგოლს, რომელიც სიმბოლოა შეუღლებისა და ოჯახის მთლიანების.
                      ჯვრისწერიდან შინ დაბშრუნებულ პატარძალს კარის ზღურბლთან ვაჟის დედა ხვდება და ვერცხლის თასიდან შარბათს , ტკბილ წყალს ასმევს, რომ ახლად დაქორწინებულებმა ტკბილად გაატარონ სიცოცხლე ერთმანეთის გვერდით. შემდეგ მათ ფეხქვეშ უდებენ თეფშს გასატეხად. ვინც პირველი გატეხს თეფშს ის იქნება ოჯახშიპირველი, ამიტომ თეფშის გატეხვას ორივე ცდილობენ. თეფშის ნატეხებს, დასაქორწინებელი მაყრები იპარავენ და ბალიშის ქვეშ იდებენ. გადმოცემით ღამე სიზმარში თავის საბედო უნდა ნახონ. ქორწილის დროს მექორწინეები დედამთილს თავშალს ხოლო, მამამთილს და სიმამრს პრანგებს შემოახევენ ხოლმე. ეხლა ქალები თავშალს აღარ ატარებენ და ეს ტრადიცია დავიწყებას ეცემა, თუმცა სიმამრს და მამამთილს ხან სამ-ოთხ პერანგსაც ახევენ.
ქორწილში განსაკუთრებული მისია აკისრია თამადას, რომელიც ირჩევა სპეციალურად, ცოდნის გამოცდილებისა და ორგანიზაციული ნიჭის მიხედვით, რომელსაც შეუძლია სმაც და გართობაც. სოფელში თამადობის მიხედვით ყოველთვის გამოირჩევა რამოდენიმე კაცი, ანუ პოპულარული თამადა.
                 სოფელში საგრძნობლად შემცირდა ქორწილები, რადგან ყველა ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა მოაწყოს დიდი ნადიმი, ამიტომ ხშირად ოჯახურ წრეში, მცირე რიტუალებით შემოიფარგლებიან ხოლმე.
            ქორწილის მესამე დღეს ხდება ფეხის მობრუნება. ნეფე-პარაძალი ოჯახის წევრებთან ერთად სტუმტობენ პატარძლი მშობლებს.


                                             ახალი
წლის ტრადიციები დიდ ლილოში


                        ახალი
წლისთვის მზადება დიდ ლილოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველიზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დღისათვის შეხვედრა მთელი წელი მიმდინარეობს . საახალწლოდ ასუქებენ ღორს,ინდაურსა და ქათამს. საახალწლო სუფრისთვის შემოდგომიდან ამზადებდნენ ჩირებს, ჩურჩხელებს, თხილსა და კაკალს, ვაშლსა და მსხალს, მურაბებს.
საახალწლოდ ზოგიერთ ოჯახში აცხობდნენ ქადა-ნაზუქებს, დედას პურს. დიდ ლილოშიც გავრცელებული იყო ,,ბასილის სახის კაცების გამოცხობა, რაც ხვავისა და ბარაქის სიმბოლოს წარმოადგენდა.
                         იმ ოჯახში სადაც თოფი აქვთ საახალწლო გასროლისათვის ოჯახის უფროსი თოფს თვალსაჩინოდ უვლის. თვალსაჩინო ადგილას ჩამოჰკიდებენ, რომ ახალ წელს უცბად აივნიდან გაისროლონ, ნიშნად დიდი სიხარულისა. ძველათ სადაც თოფი არ გავარდებოდა ნიშნავდა რომ, ოჯახს ბევრი რამ აკლდა. თოფის გასროლით სიმბოლურად აფრთხობენ ბოროტ სულებს და ოჯახის კარს ახალ წელს უღებენ. თუმცა თოფის სროლის თრადიცია დღეს საახალწლო მაშხალებმა შეცვალა, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ისვრიან , განსაკუთრებით სადაც ახალგაზრდა თაობა ჭარბობს. მხოლოდ თოფის და მაშხალის სროლის შემდეგ შედიან სახლებში და იწყება მაგიდასთან დაჯდომა ამბობენ მისალოც სადღეგრძერლოებს, ერთმანეთს სთვაზობდნენ ტკბილეულს, თან დააყოლებდნენ: ,,ასე ტკბილად დამიბერდი! პირველი მისაღები ტკბილეული გოზინაყია.
                         საახალწლო ნაძვის ხე ძველა ირთვებოდა ჩურჩხელებით, ვაშლებით, თუ შესაძლებელი იყო კნფეტებითაც. ეხლა ლამაზი სათამაშოებით აფორმებენ ნაძვის ხეს და ყოველ ახალ წელს ახალ სათამაშოს უმატებე ძველ სათამაშოებს. უფროსების გადმოცემით საოჯახო მაგიდაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა მოხარშული ღორის თავი და ინდაური. ოჯახის უფროსის წმინდა მოვალეობად ითვლებოდა ოჯახის ფუძის დალოცვა. ოჯახის უფროსი ლოცავდა ფუძის მფარველ ანგელოზს და მომავალი წლისათვის ხვავსა და ბარაქას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას შესთხოვდა ღმერთს ოჯახის ყველა წევრისათვის. თუკი შესაძლებელი იყო ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებსაც უკეთებდნენ.
                          ახალ წელთან დაკავშირებულია ისიც, რომ ამ დღეს არ შეიძლება ოჯახიდან წასვლა სადმე, სიმბოლურად ეს აუცილებელია ოჯახის სიმტკიცისათვის. ამ დღეს არ უნდა გახვიდე მეზობელთან წყლისათვის ან პურისათვის, ან რაიმის სათხოვნელად. ახალი წლისათვის ყველა ცდილობს დაურუნოს ვალი მევალეს, რათა მომავალი წელი უსიამოვნებასთან არ იყოს დაკავშირებული.
ახალი წელს მთელი ოჯახი გულის ფანცქალით ელოდება მეკვლეს, იმას ვინც პირველი შემოვა ოჯახში, კარგ ფეხს შემოიტანს და კარგ იღბალს დააბედებს, თუ მეკვლე კარგია ხვავი და ბარაქა ოჯახისათვის გარანტირებულია. მეკვლეს ტკბილეულობა მოაქვს ოჯახში და დაილოცება: ,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! , ,,ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზებისა! , ,,იხარე ჭერო, მოკვდი მტერო!.

                      ძველად სხვა მეკვლედ მოჰყავდათ მეორე დღეს, კრუხ-წიწილის მეკვლე, რომლისთვისაც სხვა რიტუალები ტარდებოდამ, მას განსაკუთრებით ემსახურებოდნენ. იგი შეჰყავდათ იქ, სადაც კრუხს სვავდნენ, დაალოცვინებდნენ იმ ადგილს, შემდეგ სახლში შეიპატიჟებდნენ, ხორბლის რამოდენიმე მარცვალს დაუყრიდნენ სკამზე და ზედ დასვავდნენ. ეს დაკავშირებული იყო წიწილების გამოჩეკასთან. კრუხ-წიწილის მეკვლე დარბაისლურად და ჭკვიანად უნდა მოქცეულიყო. არ შეიძლებოდა მისი სკამზე წრიალი, თორემ კრუხიც იფართხალებდა და კვერცხები გალაყდებოდა, ამიტომ წიწილებს ვერ გამოჩეკდა.
                          ძველად ბედნიერად ითვლებოდა ის შობა-ახალი წელი, რომლის დროსაც თოვლი მოვიდოდა .. ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი იქნებოდა. ბევრი ნალექი იქნებოდა და მიწას გაანაყოფიერებდა.
                           სოფელში ყველგან გაისმის ღორის ჭყივილი და და მწვადების სუნი, ჰაერში დატრიალებს მადის აღმძვრელად. უმეტესობა ღორის კვლას ახალწელს უკავშირებს. ადრე ახალი წელი 14 იანვარს აღინაშნებოდა, ამჟამად მთელი სოფელი 1 იანვარს ზეიმობს .
                        ოჯხში გნსაკუთრებული რიტუალით სრულდება გოზინაყის გაკეთება. მას ოჯახის დიასახლისი აკეთებს. ღუმელზე ჯერ კარგად უნდა მოიშუშოს თაფლი, რომლის თავბრუდამხვევი სუნი მთელ სახლში ტრიალებს, როცა თაფლი მოიშუშება მასში ყრიან წვრილად დაჭრილ ნიგოზს, როცა ნაგოზიც მოიშუშება ფიცარზე გადააქვთ და სველი ხელით აბურთავებენ, ან ასწორებენ.
                 დღევანდელი ახალი წელი იმით განსხვავდება ადრინდელი ახალი წლისაგან, რომ ზოგჯერ მურაბები ახალ წლამდე გამოილევა ხოლმე, ვინღა აცლის უფროსებს ტკბილეულობის დარიგებას. ზოგი წუწკი დროზე ადრე უსინჯავს გემოს მათ, თუმცა არც მაღაზიაში ნაყიდი კანფეტებისა და შოკოლადების მრავალფეროვნებით ვართ შეზღუდული. ჩვენი საახალწლო ნაძვის ხეც მრავალი ბრჭყვიალა სათამაშოთია მორთული. ბავშვებს განსაკუთრებით უხარიათ თოფის მაგივრად ცეცხლოვანი და კაშკაშა შუშხუნების გასროლა, ერთმანეთისათვის საახალწლო მილოცვები და საახალწლო სუფრა.

                                                
ალილო
ალილოს ტრადიცია ჩვენს რეგიონში უკვე დიდი ხანია რაც არსებობს. ბავშვები შობის ღამეს,  ალილოს გალობით, თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიან და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს - ხმამაღლა უგალობებენ: „ალილოწარმოებულია ბერძნული სიტყვისაგანალილუია“, რაც ნიშნავსაქებდით უფალსა“. მეალილო-მგალობლები .. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ“. როდესაც ჩვენში მეალილოები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა,  ბავშვები კი მოგროვებულ ტკბილეულს ერთმანეთს უნაწილებენ და დროს კარგად
ატარებენ.

                                                             გიორგობა
გორგობას დიდ ლილოში წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დღესასწაულს ნოემბერში აღნიშნავს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტარდება წირვა-ლოცვა, იკვლება ე.წ. შესაწირი: ცხვარი ან ხბო.  შემწირველები ეპატიჟებოდნენ ახლობლებსა და ნათესავებს, შლიდნენ სუფრას იქვე ეკლესიასთან ახლოს მდებარე მაგიდებზე და მართავდნენ ლხონს.  თუმცა ამ ბოლო დროს ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა. მრევლი ტაძარში ლოცულობს, მაგრამ შესაწირის დაკვლა და ლხინი სახლში იმართება.

1 comment:

  1. me var bacho kojoridze da agprtovanebuli var tqveni shromatevadi samushaotiiiiiiiiiiiiii

    ReplyDelete