მამულზე ფიქრით
დღისით და ღამით,
წუთით და წამით,
თემგან ფერფლიც კი არ დარჩეს თუნდაც,
სულით და გულით,
მისგან დაგულით,
მამულზე ფიქრით ვიწვოდე უნდა.
ვ.ავალიშვილი
"გახსოვს იქ ქოხი ლიახვზე.
ან დიდი ლილოს მინდვრები ?
ეს ლექსიც იქაურია,
იქიდან დაგეწინდები."
გიორგი ლეონიძე
მჭამელა ხევი
წყალი აქ ზოგწერ ცრემლივით წვეთავს,
ხევი ვიწრო - დევის მტკაველა.
რა საიდუმლოს ინახავს ნეტა,
რატომ დაერქვა ამ ხევს ,,მჭამელა" ?!...
კვლავ ხმიანობს 100 წლის ზარი
დღეს ზეიმია!
კვლავ ხმიანობს
ასი წლის ზარი.
თვალებში შუქი
უციმციმებთ ექვსწლიან
გვრიტებს.
ყველა ჩვენგანი
დღეს ერთმანეთს
ტკბილად შევხარით,
გულები უხვად
მოზღვავებულ სიხარულს
იტევს.
გულში ვიხუტებთ
ყველა კლასის
ყველა მოსწავლეს
და მასწავლებლებს
მიზერული ხელფასის
მზირალთ!...
ლაღი ოცნების
შუქნათელი სხივი
გმოსავდეთ
და არასოდეს
გადუხვიოთ ნათელი
გზიდან.
წიგნებით ხელში
საუკუნის დიდი
ჭიშკარი.
უღრუბლო იყოს
ყოველი დღის მზერა
აისის
და გვიღიმოდეს
განახლების მაცნე
ცისკარი.
ყველგან ვაშენოთ
დანგრეული რაც
კი რამ არის!...
ჩვენ ხომ ამ ტაძრის
ცოდნის მადლმა
დაგვავაჟკაცა.
დიდხანს ბრწყინავდეს
ჩვენთა ნორჩთა
წინსვლის ლამპარი,
უფრო ლამაზი
უფრო დიდი და
სხივკაშკაშა!...
ვ.ავალიშვილი
სკოლა
მთელი ღამე ნათელ შენობას
გარშემო უვლის
ღამის დარაჯი.
სიჩუმეა და
თეთრ ოთახებში
მერხები დგანან,
თითქოს ბოროტ ღმერთს დაუნგრევია აღსასვლელი
ზეცაში
კიბე,
მაგრამ წმინდა საფეხურები
კაცს სათუთად შემოუნახავს...
გ. პეტრიაშვილი
ვ.ავალიშვილი
სკოლა
მთელი ღამე ნათელ შენობას
გარშემო უვლის
ღამის დარაჯი.
სიჩუმეა და
თეთრ ოთახებში
მერხები დგანან,
თითქოს ბოროტ ღმერთს დაუნგრევია აღსასვლელი
ზეცაში
კიბე,
მაგრამ წმინდა საფეხურები
კაცს სათუთად შემოუნახავს...
გ. პეტრიაშვილი
ლ.თინაშვილი - შემოდგომა
მ.გაბათაშვილი - გასეირნება ტყეში
მ.ქიბიშაური - ღვთისმშობლის ტაძარი
ნ.ხვისტანი - ჩემი სოფელი
თ.ვანიშვილი - რთველი
თ.ფიცხელაური - წმინდა გიორგის ეკლესია
ძალიან დიდი მადლობა ჯგუბს ასეთი კარგი მასალია შექმნისათვის
ReplyDelete