Thursday, November 14, 2013

დიდი ლილოს მოსახლეობა და ეკონომიკა

        დემოგრაფიული მონაცემები 

კომლთა რაოდენობა --- 680

მოსახლეობის რაოდენობა --- 2110

ეროვნება --- ქართველი, სომეხი, იეზიდი, ოსი, რუსი, ბერძენი.

 მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე  --- 51 კაცი კვ. კმ–ზე . 

       მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა შემდეგ სურათს ქმნის: აქ ადგილობრივი მოსახლეობა შეადგინა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსახლებულმა ადამიანებმა. ბოლო ათეული წლების განმავლობაში ძირძველი მოსახლეობას შეემატნენ სვანეთიდან ჩამოსახლებული ადამიანები. გარდა ქართველებისა აქ ცხოვრობენ: ქურთები, ბერძნები, ოსები, რუსები. 90–იან წლებში ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ლილო დატოვეს ქურთების, რუსების და ბერძნების უმეტესმა ნაწილმა და საზღვარგარეთის ქვეყნებს მიეშურეს.

       ლილოელები ძირითადად სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულები, მცირე ნაწილი საწარმოო და არასაწარმოო სფეროში, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ ისევ უმუშევართა არმიას უერთდება.
       
       დიდი ლილოს ტერიტორია 2007 წლიდან გადაიქცა ქ. თბილისის აგლომერაციად, მანამდე პოლიტიკურ–ადმინისტრაციულად ქვემო ქართლის რეგიონის, გარდაბნის რაიონის ერთ–ერტ საკრებულოს ტერიტორიას წარმოადგენდა. ამ ფაქტით დიდი ლილოს ტერიტორია შეუერთდა საქართველოს ეკონომიკურად ძლიერ რეგიონს, რაც მისი ეკონომიკური დონის მაჩვენებლის ზრდას განაპირობებს.
       დღეისათვის მრეწველობის დარგებიდან ლილოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამშენებლო მასალების საწარმო „ინტერპლასტი“. ის ყოფილი ლილოს წვენების ქარხნის ადგილზე ჩამოყალიბდა და დღეს კომპანია „ინტერპლასტი“ პირველია ამიერკავკასიაში წარმოებული პროდუქცეეს რაოდენობითა და ხარისხით. აკმაყოფილებს რა საერთაშორისო სტანდარტებს, ის პირველი კომპანიაა მთელს ამიერკავკასიაში, რომელსაც აქვს სამშენებლო მასალების ყველაზე ფართო ასორტიმენტი. მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები, პლასტმასის მილები, ლამინირებული პარკეტი, მეტალოკრამიტი, სენდვიჩ–პანელები, სამშენებლო ბლოკი, პენოპლასტი და სხვა. საწარმოში 1000–მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმო ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხოა ლილოს ტერიტორიისათვის, აღჭურვილია თანამედროვე გამწმენდი საშუალებებით.
       რაც შეეხება ლილოს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ეს სფერო კერძო მესაკუთრულ ხასიათს ატარებს ოდითგან ცნობილი იყო ლილოს ხელი, რის ბაზაზეც ფუნქციონირებდა კიდეც წვენების ქარხანა, მაგრამ დღეს მოსავლიანობა შემცირდა ქიმიზაციის და მექანიზაციის არარსებობის გამო. მიუხედავად ნიადაგების დაბალი ნაყოფიერებისა მოსახლეობა ძირითადად მისდევს მებოსტნეობა–მემინდვრეობას.
       სოფლის ტერიტორიას აქვს პერსპექტივა, გახდეს ქ. თბილისის რეკრეიციული დანიშნულების გარეუბანი, თუკი ახლო მომავალში დაიწყება მისი ტერიტორიის გამწვანება და კეთილდღეობა.


No comments:

Post a Comment