დასახლება დიდი ლილო აღმოსავლეთ საქართველოში, ქ. თბილისის მიდამოებში მდებარეობს, ჩ.გ. 41 43’ და ა.გ. 44 53’–ზე, თბილისის ქვაბულის აღმოსავლეთით, კერძოთ, მისი ცენტრიდან 10 კმ–ის რადიუსში, ლილოს მთაზე(სერზე), რომელიც ძველ დროში ქართლ–კახეთის სამეფოთა ადმინისტრაციულ საზგვარს წარმოადგენდა.
დიდი
ლილოს სერის დასავლეთით (5 კმ–ს დაშორებით) თბილისის (წყალსაცავი) ზღვა მდებარეობს,
სამხრეთით სამგორის ვაკე, ჩრდილო– აღმოსავლეთით მდ. ლოჭინის ხეობა მიუყვება.
დღეისათვის
ლილოს ტერიტორია 1628 ჰექტარზეა გადაჭიმული, ადრე „თელიანი გორის“ მთის ზევით „ მერცხლის
ბუდესავით შეყუჟული, ახლა კი ზევით და ქვევით გაშლილი.“ (ვ. ავალიშვილი)
ლილოს
სერი ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს, ის სამგორის ვაკის ჩრდილოეთ
ნაწილის გაგრძელებაა გორაკ–ბორცვიანი ზედაპირით. მისი ერთ–ერთი ამაღლებული ნაწილი,
ლილოს სამხრეთით „თელიანი გორის“ სახელითაა ცნობნილი.
სოფლის ჩრდილოეთით აღმართულია ორად ამოშვერილი ქედი, რომელსაც უნაგირის ფორმა აქვს, ამიტომ მას „უნაგირა“ ეწოდება. მის ჩრდილოეთით ყველაზე ამაღლებულ ადგილზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის გადასახედიდან ხელის გულივით მოჩანს თბილისის ზღვა, მთაწმინდა, აეროპორტი, რუსთავის ქონგურები და მისი შემოგარენი.
სოფლის ჩრდილოეთით აღმართულია ორად ამოშვერილი ქედი, რომელსაც უნაგირის ფორმა აქვს, ამიტომ მას „უნაგირა“ ეწოდება. მის ჩრდილოეთით ყველაზე ამაღლებულ ადგილზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის გადასახედიდან ხელის გულივით მოჩანს თბილისის ზღვა, მთაწმინდა, აეროპორტი, რუსთავის ქონგურები და მისი შემოგარენი.
წმინდა
გიორგის უფრო ჩრდილოე–დასავლეთით გადაშლილ სწორსა და ფართო ვაკე–ველს ტყის დიდი მასივი
ესაზღვრება „ვაკე–ტყის“ სახელწოდებით. არნიშნული ტყის დასასრული ჩრდილოეთის საზღვარსაც
წარმოადგენს დასახლებისთვის.
დიდ ლილოს
ჩრდილო–აღმოსავლეთით ხუდაბულის და ქოცის ხევები მოუყვება, დასავლეთით კი „მჭამელა ხევი“,
„თეთრი ხევი“, რომელსაც ამგები ქანების, კერძოთ, კირქვების გამო შეერქვა ეს სახელწოდება
და „თათრის ხევი“, რომელთანაც შემდეგი ლეგენდაა დაკავშირებული: თბილისისა და მისი შემოგარენის
ასაოხრებლად მომხდური მტერი ქართველებს ამ ხევში ჩაუხოცავთ და მას შემდეგ შეუქმევიათ
„თათრის“ ხევი.
დასახლებას
სამხრეთ–აღმოსავლეთით საზღვრავს კიდევ ერთი მცირეწყლიანი ხევი სახელწოდებით „ცოდიანხევი“,
ეს სახელწოდება სიტყვა „ცოდვისაგან“ წარმოსდგა. ჩვენამდე მოღწეული ზეპირი გადმოცემის
მიხედვით აქაც მომხდარა ისეღი უთანასწორო და ულმობელი ბრძოლა, როგორიც „ თათარის ხევითანაა“
დაკავშირებული, ხოლო შედეგთ საპირისპირო, ჩვენები დამარცხებულან და ეს ხევი მტერს ქალების,
ბავშვების და მოხუცებულთა გვამებით ამოუვსიათ და აქლემებისა და ცხენების ფლოქვებით
უთქერიათ.
დიდი ლილოს ტერიტორიაზე ამდგები ქანებიდან წარმოდგენილია
პალეოგენური თიხები, კირქვები, მერგელები, ქვიშაქვები. სოფლის აღმოსავლეთით აღმოჩენილია
ჩვენი ვარაუდით გეოლოგიური ნამარხები მცენარეთა ნაწილებით: ფოთლებით და ღეროებით.
დიდი
ლილოს ტერიტორია ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით. მის ჩრდილო–დასავლეთით მოიპოვება
სამთო–ქიმიური ნედლეული გლაუბერის მარილი, რომელსაც იყენებენ მედიცინაში, ტყავისა და
მინის წარმოებაში.
დიდი
ლილოს ჰავა ზოგადი ნიშნების მიხედვით სუბტროპიკულ–სემიარიდულია. აქ წარმოდგენილია მშრალი
სტეპური ჰავა საფრძნობლად ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით, ივლისის საშუალო
ტემპერატურა +25C გრადუსია,
იანვრის საშუალო ტემპერატურა +0,9 C
გრადუსია, მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში +40C გრადუსია, ხოლო
მინიმალური აღინშნება ზამთარში –8 C გრადუსი. ნალექების რაოდენობა 560–600 მმ ფარგლებში მერყეობს. ნალექების
მინიმუმი ზამთრისათვის, ხოლო მაქსიმუმი გაზაფხულზეა დამახასიათებელი. თოვლის საფარი
აქ ყოველწლიურად არ ყალიბდება და მალეც დნება. სწორედ ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული
დასახლების სახელწოდებაც. სულხან–საბა ორბელიანის განმარტებიტ „ლილო“ არის „თოვლჭრელი,
რა თოვლი აჭრელდეს, იგი არს ლილო“;, „ლილო თოვლი აჭრელებული, აქა–იქ გამდნარი“. გვიდასტურებს
ნიკო ჩუბინიშვილიც.
დიდი
ლილოს ტერიტორიაზე გაბატონებულია ჩრდილო–დასავლეთის ქარი. ქარი აქ ხშირად ჰაერის, მითუმეტეს
მას შემდეგ, რაც თბილისის წყალსაცავი დაარსდა. საერთოდ კი ცნობილია, რომ ლილოს ტერიტორიაზე
ქარების ტრასა გაივლის და არისპერსპექტივა ეს არატრადიციული ენერგიის ქყარო მოსახლეობის
სამსახურში ჩადგეს .
დიდი
ლილოს ტერიტორია ღარიბია შიდა წყლებით. აქ ზემოთ ნახსენები ხევები: თათრის ხევი, თეთრი
ხევი, ხოდაბულის და ქოცოს ხევი, ძირითადად მშრალი ხევებია. ტყის მაირურმა ჩეხვამ სოფლის
შიდა წყლების მდგომარეობა სავალალო გახდა.
„ვაკე–ტყის“
არმოსავლეთით ტყით დაფარულ ღრმა ხეობაში გამოედინება წყარო, რომელსაც ლილოელები „ერეკლეს
წყაროს“ ეძახიან. ამ წყაროს სახელი მეფე ერეკლესთანაა დაკავსირებული. ლეკებთან ჩატარებული
ერთ–ერთი ბრძოლის ჩვეული გამარჯვებით დამთავრების შემდეგ, ერეკლე მეფეს თავის მხლებლებითურთ
აქ ჩამოუვლია. წყალმოწყურებულისათვის ცივი წყალი მიურთმევიათ. ერეკლეს შეუსვამს, მოსწონებია,
დაულოცია და მისი დაცვა უბრძანებია. არის მეორე ვერსიაც: ვითომ ერეკლე მეფეს იმ ადგილას
სადაც წყარო გამოედინება ხანჯალი ჩაურჭვია მიჭაში და წყალს ამოუხეთქავს, მას შემდეგ
შეურქმევიათ „ერეკლეს წყარო“. წყაროს ტერიტორია და ხეობის ეს მონაკვეთი შესანიშნავ
დასასვენებელ და რეკრეაციულ ადგილს წარმოადგენს.
ლილოს
ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩრდილო–დასავლეთით გვხვდება მცირე ფართობზე წარმოდგენილი ჭაობი,
რომელსაც „ბაყაყიების გუბეს“ უწოდებენ.
გარდა ამისა სოფლის სახრეთით 2 კილომეტრში, სამგორის
ვაკის ჩრდილოე ნაწილში, გაედინება ზემო სამგორის სარწყავი არხი, რომელიც მდინარე ივრის
წყალს აწვდის თბილისის ზღვას. ამ არხის გარდა დასახლების შუაში გაივლის შიდა საირიგაციო
არხი. მოსახლეობა იყენებს გრუნტის წყლებს ჭალების საშუალებით.
დასახლების ტერიტორია არ გამოირჩევა არც სხვა სახის ბუნებრივი რესურსებით, აქ გავრცელებულია რუხი–ყავისფერი
და წაბლა ნიადაგები, რომლებიც შეფასებულია როგორც დაბალნაყოფიერი ნიადაგები.
No comments:
Post a Comment