წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
ეკლესიის ამჟამინდელი შენობა აშენებულია 2002 წელს ელგუჯა გაბათაშვილის თაოსნობით. იგი ააშენეს ძველი – პირველი ეკლესიის საძირკველზე. გადმოცემით, ეკლესიის მშენებლობისას გერის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ჩამოუტანიათ ეკლესიის ფუძის ქვა, რომელიც ამჟამად საკურთხეველშია ჩატანებული. ამ ქვის შესახებ არსებობს თქმულება – ვინმე ჩეჩო გაბათაშვილს გერში უკურთხებია გერის ქვა და უთქვამს: “თუ ამ ქვის სიმძიმე გერიდან დიდ ლილომდე მიწას ვაგრძნობინო, ამ ქვასავით გავქვავდეო”. დღე ზურგით, ხოლო ღამე გულზე დებით, ასე ხელით ჩამოუტანია და ჩაუტანებია დიდი ლილოს წმინდა გიორგის მე-10 საუკუნემდელი ეკლესიის ნიშში აღდგენის მიზნით, რაც სავარაუდოდ ვერ მოხერხდა. დღევანდელი ნაგებობა უკვე მესამეა იმ ადგილზე, სადაც პირველი ეკლესია იყო აშენებული.
ეკლესიის საძირკვლის გათხრისას აღმოჩნდა, რომ მისი საკურთხეველი მომრგვალო ფორმის იყო და კუთხეებში კიბეები ჰქონდა დატანებული. საპატრიარქოდან მოსულმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იგი მე-10 საუკუნემდე უნდა იყოს აშენებული, რადგან ასეთი ტაძრები მხოლოდ მე-10 საუკუნემდე იგებოდა.

მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია მოქმედია 2001 წლის 3 დეკემბრიდან. იგი არის ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის, თავზე დაშენებული სამრეკლო ეკუთვნის მე-20 საუკუნის ბოლოს. ტაძრის აღმოსავლეთის მხარე შუა ნაწილამდე უფრო ძველია. დასავლეთის მხარე მოგვიანებით მიუშენებია იოსებ გაბათაშვილს, რისთვისაც იოსები ეკლესიაში დაუსაფლავებიათ. ამაზე მეტყველებს ეკლესიაში შემონახული საფლავის ქვა წარწერით – “საფლავსა შინა მდებარე ვარ იოსებ გაბათაშვილი. ოდეს ლილო აშენდა, პირველად მე ჩამოველ. ხელ ვყავ შენებას სახლებისა, ეკლესიისა, სამრეკლოსი, ვენახისა. მხილველნო შენდობა შემაწიეთ”.
საბჭოთა წყობილების დამყარებამდე ეკლესიაში ტარდებოდა წირვა-ლოცვა. მღვდელი კახაბერი სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1924 წლის აჯანყების შემდეგ მღვდელი კახაბერი, რომლის დედა გაბათაშვილის ქალი იყო, თერთმეტ ლილოელთან ერთად დახვრიტეს სართიჭალის მიდამოებში.
1929 წლიდან სოფელში შეიქმნა კოლმეურნეობა. ეკლესიაში შეწყდა წირვა-ლოცვა. შენობას საწყობად იყენებდნენ. მხოლოდ 2000 წელს მოხდა მისი აღდგენა და ერთი წლის შემდეგ ამოქმედდა.
ეკლესიის ეზოს გასუფთავებისას და შემოღობვისას უკანა მხარეს აღმოაჩინეს სოფლის უძველეს მცხოვრებთა ნაშთები, რომელიც საერთო საძვალეს მიაბარეს.

ბიბლიოთეკა
კულტურულ–საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო
დაწესებულება ე.წ. „კულტურის სახლი“ დიდ ლილოში აშენდა 1937 წელს, იგი წარმოადგენდა ყველასთვის ხელმისაწვდომ და შემოქმედებითი უნარების რეალიზაციის საშუალებას,
რომელსაც ჰქონდა ბიბლიოთეკაც 6-7 ათასი სახეობის
წიგნადი ფონდით. წლების განმავლობაში კულტურის
სახლის დირექტორი იყო ქალბატონი ლამარა ნუცუბიძე, ხოლო უცვლელი ბიბლიოთეკარის როლს
ასრულებდა ეთერ ფუხაშვილი.
1974 წელს მისი თანამშრომლები გაანთავისუფლეს. ხოლო კულტურის სახლი დაიხურა.2000 წელს კულტურის სახლის შენობა გაიყიდა და ახალმა მფლობელმა
შენობის დემონტაჟი მოახდინა . სოფელი დარჩა
კულტურის სახლის გარეშე . მაშინ, როდესაც წამოიჭრა ბიბლიოთეკის არსებობის საკითხი ეთერ ფუხაშვილმა, თავისი ინიციატივით დაწესებულებაში
არსებული წიგნები უკლებლივ გადაიტანა ყოფილი
საბჭოს შენობაში. ბიბლიოთეკა ჩვეულ რიტმში ჩადგა. ხალხს ისევ მიეცა საშუალება ბიბლიოთეკის
მომსახურეობით ესარგებლათ.
2007 წელს დიდი ლილოს თბილისთან მიერთების შემდგ
შეიცვალა ბიბლიოთეკისადმი დამოკიდებულება.2010 წელს ქალაქის მერიამ ბიბლიოთეკას საჩუქრად
გადასცა თანამედროვე გამოცემის 1000-მდე სხვადასხვა
სახეობის წიგნი.ამჟამად არახელსაყრელი პირობების გამო ბიბლიოთეკა სეზონურად მუშაობს.თუმცა
მკითხველთა რაოდენობა არასახარბიელოა.
დიდი ლილოს საჯარო სკოლა
პირველი სკოლა 1903 წელს გახსნილა. შენობა ბატონის სახლი ყოფილა და გადაუციათ სკოლისთვის. თავდაპირველად სკოლა ოთხკლასიანი იყო. ამ სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს მღვდელი კახაბერი, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს. იგი წარმოშობით გაბათაშვილების გვარის ქალის შვილი ყოფილა. (სწორედ ამ გვარის წარმომადგენლები დასახლებულან ლეკიანობის გამო უკვე მერამდენედ დაცარიელებულ სოფელში 1750-იან წლებში პირველები. თუმცა გაბათაშვილები იქნებ უფრო ადრეც სახლობდნენ ლილოში???) კახაბერ მღვდელი 11 ლილოელ კაცთან ერთად 1924 წელს დახვრიტეს ბოლშევიკებმა.
1922-23 წლებში სკოლა შვიდწლიანი გახდა, ხოლო 1947 წლიდან რვაწლიანი. პირველი დირექტორები ყოფილან მორჩილაძე, დომენტი ფხალაძე, ოლია პაკატილოვა, გიგო თოთრაშვილი, მთავარი კიკალეიშვილი, გიორგი ჩომახიძე. თითქმის 50 წელი იყო ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი ალექსანდრა(შურა) ქარცივაძე, რომლის დამსახურებაცაა სკოლის ახალი შენობის აშენება. სკოლის ძველ შენობაში სწავლა ორცვლიანი იყო, ახალ შენობაში კი ერთ ცვლაშია. სკოლაში არის კლას-კაბინეტები, ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები.
2003 წელს სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მთელმა სოფელმა ღირსეულად აღნიშნეს ეს თარიღი.
დიდი ლილოს ერთერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სამგორის სარწყავი არხი.1929 წლიდან სოფელში მოქმედებდა კოლმეურნეობა, ხოლო უფრო გვიან შეიქმნა მეურნეობა. 1950-იან წლებში ლილოში მცხოვრები ნიკოლოზ ჯუგაშვილი ხალხის მოთხოვნით გაუშვიათ სტალინთან სტუმრად, რათა ეთხოვა ნებართვა მდ. იორიდან სარწყავი არხის გამოყვანაზე. ამას შედეგი მოჰყვა. უკვე რამდენიმე ათეული წელია ლილოს ბაღ-ვენახები ირწყვება სამგორის სარწყავი არხით, რომელიც ჩაედინება თბილისის ზღვაში.
საბჭოთა კავშირის დიდი ბელადის ი.ბ. სტალინის მამა ლილოელი ყოფილა, ამიტომ სტალინის მმართველობის პერიოდში სოფელში აშენებულა მეურნეობის შენობა, საბჭოს შენობა, კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი და სხვა.

ბრძოლიდან
დაბრუნებული ერეკლე მეფე, ჯართან ერთად მიდიოდა დიდი ლილოს გზით კახეთიდან ქართლისაკენ.
გზად შემოხვდა წყარო, ამიტომაც მას ერეკლე მეფის საპატივსაცემოდ ერეკლე მეფის წყარო
უწოდეს.
ერეკლე მეფის წყარო
ერეკლე მეფის წყარო მდებარეობს დიდი ლილოს ჩრდილოეთ ნაწილში, შუაგულ ტყეში. 60-იან წლებში მომხდარა მისი რესტავრაცია და მარმარილოთი მოპირკეთება. მაშინდელმა მთავრობამ განიზრახა ამ ადგილზე დასასვენებელი პარკის გაკეთება და ვინაიდან, მასთან მისასვლელი მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, საჭირო გახდა საავტომობილო გზის გაყვანა. გზის გასაფართოებლად და ავტომანქანის მისასვლელად გზის პირზე ტყე გაიჩეხა, თუმცა სულ ტყუილად, რადგან ფინანსების უქონლობის გამო პარკის გაკეთება ვეღარ მოხერხდა. სანაცვლოდ კი მანქანებს გზა გაეხსნათ ერეკლე მეფის წყაროსთან მისასვლელად. დასვენებისათვის კი უფრო კარგი გამოსაცოცხლებელი საშუალებაა რა არის, თუ არა ცივი, ანკარა წყარო, ამიტომ ნელ-ნელა ბინძურდება ოდესღაც სუფთა წყალი, რადგან საკვები ნარჩენები მასში იყრება. დაბინძურებული წყალი კი რიყეზე ჩამოდის და სწორედ ამ წყლით მარაგდება სოფელი.

ამ დროისათვის
ერეკლე მეფის წყაროს აღარ აქვს შემკრები ავზი. ერთი გადმოცემის თანახმად მასში ჩააყოლეს
10-ოდე ბოთლი ღვინო. ეს ყველაფერი სხვებსაც
გაუგიათ და სწორედ ამ ჩატანებული ბოთლების გამო დაუნგრევიათ ეს წყლის მოპირკეთებული
სათავე.
სახელმწიფო არქივი
ახალ საცავებში განთავსებულ საარქივო მასალებს შორის არის ე.წ. "ტექბიუროს" არქივი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი საფუძველია. მათი უმრავლესობა საკმაოდ ძველია, რის გამოც არსებობდა დოკუმენტების განადგურების საფრთხე. ამიტომ, 2006 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო არსებული დოკუმენტაციის სკანირება და ელექტრონულ ფორმატში გადატანა. ელექტრონული დოკუმენტაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, ქაღალდის ვერსიის გამოყენების საჭიროება კი მხოლოდ დოკუმენტის ჩანაწერში ეჭვის შეტანის შემთხვევაში დგება.
არქივის ახალ შენობაში სრულად განთავსდა ნოტარიუსთა პალატაში დაცული სანოტარო აქტებიც. დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში შეტანა 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამჟამად დასრულებულია სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების ელექტრონული რეესტრი, სადაც დარეგისტრირებულია 2000-მდე ანდერძი და 440 000-მდე სამკვიდრო მოწმობა.
იუსტიციის სამინისტროს არქივის შენობა აღჭურვილია დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, რაც დოკუმენტაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საბავშვო ბაღი
ინტერპლასტი
შპს "ინტერპლასტი" არის სამშენებლო-სარემონტო
მასალების
მწარმოებელი
ქარხანა.
კომპანია
აწარმოებს
მაღალი
ხარისხის
პროდუქციას
საერთაშორისო
სტანდარტების
მიხედვით.
მას
მინიჭებული
აქვს
ISO 9001:2000 სერტიფიკატი.
შპს
"ინტერპლასტი"
აწარმოებს
460 დასახელების
შემდეგ
პროდუქციას:
** წყლის
და
ბუნებრივი
აირის
პოლიეთილენის
მილები
და
ფიტინგები;
** კანალიზაციის
პოლიეთილენის
(გოფრირებული)
მილები;
** კანალიზაციის
პოლივინილქლორიდის
მილები;
** შიდა გაყვანილობის
და
გათბობის
პოლიპროპილენის
მილები
და
ფიტინგები;
** მეტალოპლასტმასის
კარ-ფანჯრების
პროფილები
(თეთრი
და
ფერადი);
** შეკიდული
ჭერის
პანელები
(თეთრი
და
ფერადი);
** მეტალოკრამიტი
და
პროფფენილი
(ნებისმიერი
სიგრძის);
** სენდვიჩ-პანელები
(ნებისმიერი
სიგრძის);
** პენოპლასტი.
აღნიშნული საწარმო ქართული ინვესტიციით შეიქმნა, სადაც
ათასი ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, რამდენიმე საამქროს გახსნის შემდეგ მუშა-ხელის
რაოდენობის გაზრდა 3 ათას კაცამდე იგეგმება.
სახელმწიფო არქივი
4 ნოემბერს,
ლილოში იუსტიციის სამინისტროს არქივი გაიხსნა. ქაღალდის დოკუმენტაციის
უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვისთვის განკუთვნილი თანამედროვე შენობა, რომლის საერთო
ფართი 3.000 კვ. მეტრია, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გახსნა.
"ამ
შენობაში თავმოყრილია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრსა და ნოტარიუსთა პალატაში
დაცული ქაღალდის დოკუმენტები" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, ისინი თანამედროვე
დიზაინის რელსებზე მოძრავ სტელაჟებზეა განთავსებული, მათი დაცვის რეჟიმი კი სრულად
აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, გაიოლებულია ინფორმაციის მოძიების
სისტემაც, რაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების სერვისებს მოქალაქეებისათვის
უფრო მარტივს, კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის.
ახალ საცავებში განთავსებულ საარქივო მასალებს შორის არის ე.წ. "ტექბიუროს" არქივი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი საფუძველია. მათი უმრავლესობა საკმაოდ ძველია, რის გამოც არსებობდა დოკუმენტების განადგურების საფრთხე. ამიტომ, 2006 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო არსებული დოკუმენტაციის სკანირება და ელექტრონულ ფორმატში გადატანა. ელექტრონული დოკუმენტაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, ქაღალდის ვერსიის გამოყენების საჭიროება კი მხოლოდ დოკუმენტის ჩანაწერში ეჭვის შეტანის შემთხვევაში დგება.
არქივის ახალ შენობაში სრულად განთავსდა ნოტარიუსთა პალატაში დაცული სანოტარო აქტებიც. დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში შეტანა 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამჟამად დასრულებულია სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების ელექტრონული რეესტრი, სადაც დარეგისტრირებულია 2000-მდე ანდერძი და 440 000-მდე სამკვიდრო მოწმობა.
იუსტიციის სამინისტროს არქივის შენობა აღჭურვილია დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, რაც დოკუმენტაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საბავშვო ბაღი
ბაღის
შესახებ
მისამართი:
ისანი
სამგორის
რაიონი.
დიდი
ლილო
(ტელ:
593 62-91-72)
შენობა:
2 სართული
517 კვ.მ.
ეზოს საერთო ფართი:
1980 კვ.მ.
სამუშაო
საათები: 09:00-დან 18:00-მდე (ყოველდღე
შაბათ-კვირის
გარდა).
საზაფხულო არდადეგები: ივლისი და აგვისტო.
ბაღის სპეციფიკა: ბაგა-ბაღი
ბაღის ფუნქციები: ბაღში ფუნქციონირებს სამი ჯგუფი. I. ბაგა 2-3 წლიანები; II. 3-5 წლიანები შერეული ჯგუფი; III. 5-6 წლიანები. ბაგა-ბაღი ერთ ცვლიანია, თითოეულ ჯგუფზე განკუთვნილია 1 ღმზრდელი და 1 აღმზრდელის თანაშემწე. ბაგა-ბაღში ირიცხება 70 ბავშვი. ბაგა-ბაღის შენობა აშენებულია 1902 წელს. ამჟამად დგას ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის საკითხი.

dzalian kargi masalaa
ReplyDeleteshemoqmedebit jgufs minda gadavuxado madloba didi shromaa chadebuli madloba qalbatono manana.
ReplyDeletemadloba yvelas shemoqmedebit jgups saintereso masalebistvis...erti txovna meqneba_ gagvaxarebdit tu dawerdit rames "ყოჩონა-ze", "tedoze"- ukve gvsmenia :))_ rato qvia ყოჩონაანთ უბანი? ra damsaxurebistvis miiRes mat es adgili? _ gabatashvilebis garda sxva gvarebis istoriebsac tu sheexebit aranakleb saintereso iqneboda _ winaswar didi madloba yvelas !
ReplyDelete