დოს შეჭამანდი
ტრადიციული
დოს
შეჭამანდი
შემდეგნაირად
მზადდება:
დოს
წყლით
გაავაზავებთ,
დავუმატებთ
ერბოში
ან
ზეთში
მოშუშულ ხახვს და ნელ-ნელა შევურევთ მარილარეულ გათქვეფილ კვერცხს. ზოგი დოს შეჭამანდს მაწვნის შეჭამანდის მსგავსად ფქვილითაც ამზადებს.
დოს
შეჭამანდი
დღემდე
არ
კარგავს
აქტუალობას
დიდი
ლილოში. ის ტრადიციულად მაწონთან ერთად მიაქვთ სუფრაზე .
ანტრეა
წყლითა
და
პურის
ფქვილით
მოზელილ
ცომს
გააბრტყელებენ
ძალიან
თხლად,
დაჭრიან
და
ხინკლის
მსგავსად
მარილ-წყალში
მოხარშავენ. მზა კერძს ზემოდან ასხამენ ნივრიან მაწონსა და ერბოში მოშუშულ ხახვს.
თუმცა
თანამედროვე
დიასახლისები
საქმეს
იმარტივებენ
და
ცომის
ნაცვლად
მაკარონს
იყენებენ.
ჭინჭრის
ფხალი
·
3თავი ხახვი
·
2კონა ქინძი
·
100გრ. ზეთი
·
2-3 კგ. ჭინჭარი
·
მარილი და მწიწაკა გემოვნებით
მოვხარშოთროცა მოიხარშება გადავწუროთ
საწურზე. ან ხელით დავწუროთ რომ წვენი კარგად გამოუვიდეს როცა გაცივდება დავკეპოთ
დანით წინასწარ დავჭრათ ხახვი და მწვანილებ ხახვი მოვხრაკოთ ზეთშ მოხრაკულ ხახვს დაუმატოთ ჭინჭარიმწვანილებიმარილი და პილპილი გემოვნებით
ღოლოს კერძი
გაზაფხულობით იკრიფება ღოლოს ნორჩი ფოთლები. იწვნება
და გასაშრობად ჩრდილში იდება. გამზადების წინ ამ ნაწნავს შლიან და კარგად რეცხავენ.
ბოლოს კი წყალში ხარშავენ. ღოლოს მოხარშვას დაახლოებით 4-5 საათი ჭირდება. ამასთან
დაკავშირებით ლილოში გამოთქმაც არსებობს: „ღოლოს უთქვამს: ნეტავ რძალ-დედამთილს იმდენი
ხანი ეჩხუბოს რომ მე დუღილით გამაძღონო.“ მოხარშულ
ღოლოს ამოიღებენ წვნიანად, ცოტა ფქვილს, ნიგოზს, მარილსა და წიწაკას უკეთებენ და ღოლოს
კერძიც მზადაა.
ხავიწი –
დავადნოთ კარაქი. მოვუკიდოთ ცოტა ფქვილი. ვადუღოთ 10 წუთი. გადავდგათ ცეხლიდან და გადავწუროთ.
გადაწურული ცხიმი ერბო იქნება, ხოლო დარჩენილ მასასთან მარილის გარევით მიიღება ხავიწი.
სატაცურის კერძი
– მოვხაროშოთ სატაცური და გავაჩეროთ 15 წუთი. დავდაღოთ
ცალკე ხახვი. მოხარშული სატაცური დავჭრათ წვრილად და ხახვთან ერთად მოვხრაკოთ. გავთქვიფოთ
კვერცხი, მარილთან ერთად. დავასხათ მოხრაკულ მასას, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ
2 წუთი.
მჟაუნას შეჭამანდი
– მოვხრაკოთ ხახვი, დავასხათ წყალი და ავადუღოთ. ადუღებულს
ცოტა ფქვილი მოვუკიდოთ. 5 წუთის შემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მჟაუნა. ცოტა ხანს
ვადუღოთ, დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, დაჭრილი ქინძი, მარილი და წიწაკა. 2 წუთიღა
ვადუღოთ და კერძი მზადაა.
ფუშრუკი
ცხელ რძეში მოვუკიდოთ ოდნავ დანამულ ხელში ასორსლილი ფქვილი. შევაზილოთ მარილი.
კერკის შეჭამანდი
კერკი ეს არი გამხმარი (გამომშრალი) ალუბალი, შინდი, კვრინჩხი. გავრეცხოთ, მოვხარშოთ და შემდეგ გადავწუროთ (წვენი შევინახოთ) და გავხეხოთ. მოვშუშოთ ხახვი, ნახარშს მოვუკიდოთ ფქვილი, შევაზილოთ მოშუშული ხახვი, ნივრით და ქინძით.
ფუშრუკი
ცხელ რძეში მოვუკიდოთ ოდნავ დანამულ ხელში ასორსლილი ფქვილი. შევაზილოთ მარილი.
კერკის შეჭამანდი
კერკი ეს არი გამხმარი (გამომშრალი) ალუბალი, შინდი, კვრინჩხი. გავრეცხოთ, მოვხარშოთ და შემდეგ გადავწუროთ (წვენი შევინახოთ) და გავხეხოთ. მოვშუშოთ ხახვი, ნახარშს მოვუკიდოთ ფქვილი, შევაზილოთ მოშუშული ხახვი, ნივრით და ქინძით.
No comments:
Post a Comment