Tbilisi Didi Lilo
Friday, November 15, 2013
Thursday, November 14, 2013
გამოყენებული წყაროები, ბიბლიოგრაფია
- სულხან-საბა ორბელიანი- "სიტყვის კონა" ;
- ვ.ბატონიშვილი - ,,საქართველოს სამეფოს აღწერა";
- ი.ბატონიშვილი - ,,ქართლ - კახეთის აღწერა" ;
- ინტერვიუები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან;
- http://www.vinoge.com/samzareulo/pirvelad-iyo-rZe;
- wikipedia.org;
- ლილოს საკრებულოში არსებული დემოგრაფიული ინფორმაციაქ.თბილისის #217 საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ ჩატარებული კვლევები და საკონფერენციო თემები;
- ვ. ავალიშვილი- "მამულზე ფიქრით";
- უ. სალთხუციშვილი- "ტოპონიმები", "დიდი ლილოს წარმოშობის საკითხები";
იცით თუ არა, რომ...
თედო ლილოელი
თედო ლილოელზე (გვარად ავალიშვილი) ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა. თედოს შვილის აწ გარდაცვლილი ვასილ ავალიშვილის გადმოცემით, თურმე თიანეთში ყოფილა ძლიერი მოჭიდავე თიანელი ტონე. ტონეს დაუტრაბახია თედო წაქცეული მყავსო. გაუგია თედოს და ძალიან გაბრაზებულა. ერთხელ თედო მინდორს ხნავდა, ვიღაცას უთქვია, თედო დღეს მცხეთობააო. უი, თუ დღეს მცხეთობაა, წავალ იქ ტონე იქნება და დავეჭიდებიო. ტანსაცმელი შეუსწორებია, ჩაუფერთხია, შემჯდარა ცხენზე და წასულა მცხეთაში. მივიდა და რას ხედავს, ტონე ტრიალებს წრეში და ჩხუბობს, რატომ არავინ მეჭიდავებითო? გაბრაზებული თედო დაჭიდებია და წაუქცევია. იმ დროს ილია ჭავჭავაძე ყოფილა მაზრის უფროსი, მისულა თედოსთან და ოქროს თუმნიანი უჩუქებია. ის თუმნიანი თედომ ნიკიტინის ცირკს შესწირა კეთილდღეობისათვის. მის ქველმოქმედებაზე და ვაჟკაცობაზე ლექსებიც დაწერილა:
„თურმე წრეში იბღვირება თიანელი ტონე,
ვინ არის რომ გამოსცადოს ჩემი მკლავის ღონე.
გადმოხტა მოედანზე წრეს კიდევ შემოურბინა,
ამ დროს ლილოელ თედომ მინდვრები გადაირბინა.
ცხენით მიადგა მოედანს ეს საჭიდაო ველია,
სალამი მისცა
ტონესა ახლა ბიჭობა ჩვენია.
დაიძგერნენ ერთმანეთსა ორი ძლიერი აღმოჩნდა,
მაყურებელი განიდის გულიდან ოხვრა აღმოხდა.
მაგრამ თედომ ილეთები არ დაივიწყა ძველია,
შუა კაური გამოსდო ხელთ მოიმწყვდია დევია.
მომწყვდევას კიდევ ვინ ჩივის ზურგით მიწაზე გააკრა,
მატ გადაკოცნეს ერთმანეთს, ბეჭებზე ხელი დაარტყა.
უტხრა, ნუ დარდობ ძმობილო ეს მუდამ ასე ხდებაო,
ან მე წაგაქცევ ან შენა ჭიდაობას უხდებაო.
ასე დაშორდნენ ერტმანეთს თედო და ტონე ძლიერი,
ღმერთო შენ მიეც სამშობლოს ასე ძლიერი შვილები.
მაზრის უფროსი ილია ამ ამბავმა გააოცა,
მივიდა და ლილოელსა გამარჯვება მიულოცა.
როგორ დაძლიე თევდორე ჩვენი ძლიერი ტონეო,
მაგარი კაცი ყოფილხარ, მკლავში გქონია ღონეო.
გამიმართვი თუმნიანი ოქროსია არა ცუდი,
კაციც შენა ყოფილხარ და გხურებია თავზე ქუდი.
მიდის თედო მიაბიჯებს ცხენიც კარგი ყავს რაშია,
ჯიბეში თუმნიანი აქვს და მიაბიჯებს სახლშია.“
მ. ჩადუნელი
სტალინის მამა ბესარიონ ჯუღაშვილი იყო ლილოელი
გლეხი, მისი შეკერილი ჩექმებით სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობდა, სწორედ
ამიტომ მან სახელი გაითქვა, როგორც მეწაღემ. ბესარიონს სოფელში ნალოგი(გადასახადი)
ჰქონდა, მაგრამ იძულებული გახდა ფულის უქონლობის გამო ქალაქ გორში წასულიყო, სადაც იქაურ ქალბატონ ეკატერინე
(კეკე) გელაძეზე დაქორწინდა 1874 წელს. მათ სამი შვილი შეეძინათ. პირველი – გიორგი
დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე ვაჟიც, სახელად მიხეილი, ორი კვირის
სიცოცხლის შემდეგ გარდაიცვალა. 1878 წელს ჯუღაშვილების ოჯახში მესამე ვაჟი, იოსები
დაიბადა. ჯანმრთელობის მხრივ იგი სუსტი ბავშვი იყო. 5 წლის ასაკში მას შეეყარა ყვავილი
და სასწაულად გადარჩა, თუმცა, ავადმყოფობამ ნაყვავილარი სახე დაუტოვა.
სტალინი (სტალ, როგორც ფოლადის კაცი) ეს არის იოსებ
ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ზედმეტსახელი, რომელიც მას ლენინმა შეარქვა, მისი პიროვნების
სიძლიერისა და სიმაგრის გამო. იმ უბანს სადაც ჯუღაშვილები ცხოვრობდნენ დღესაც ჯუგაანთ უბანი ეწოდება.
ქ.თბილისის #217 საჯარო სკოლა
ქ.თბილისის #217 საჯარო სკოლა
1903 წელს დიდ ლილოში გაიხსნა პირველი ოთხკლასიანი სკოლა.
1903 წელს დიდ ლილოში გაიხსნა პირველი ოთხკლასიანი სკოლა.
სასწავლო შენობა ერთ-ერთ შეძლებულ მცხოვრებს, კაცურ
კაცს, ლილოს ახალგაზრდობის დიდ მოამაგეს ბატონ ფორაქიშვილს გადაუცია ახალგაზრდობისათვის.
არ იქნებოდა გადაჭარბებული თუ ვიტყოდით, რომ „ასე დაირწა პირველი აკვანი სწავლა-განათლებისა
დიდი ლილოში“. შენობა ყოფილა ორ სართულიანი, მეორე სართული ხის აივნით. გამოჩენილან
სოფლის თავკაცები, რომელთაც ფართის სიმცირისა და უსაფრთხოების გამო მეორე სართულის აივანიც საკლასო ოთახად ამოუშენებიათ.
პირველ ოთხ კლასში ისწავლებოდა დაწყებითი კლასების ძირითადი
საგნები, ხოლო საღვრთო სჯულს ასწავლიდა მღვდელი კახაბერი, რომელიც 1924 წელს 11 ლილოელთან
ერთად ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დაუხვრეტიათ სართიჭალის მიდამოებში. დაწყებით
სკოლაში დირექტორებად უმუშევიათ ვანო რუხაძეს,
ანტონ მორჩილაძეს, დიმიტრი ფხალაძეს და გივი ლეჟავას.
1948 დაწყებითი სკოლა გადაკეთდა შვიდწლედად ხოლო,
1955 წელს საშუალო სკოლად 2007 წლიდან აღნიშნულ სკოლას ისანი-სამგორის რაიონთან მიერთების
შემდეგ მიენიჭა #217.
1903 წლიდან
დღემდე დიდი ლილოს საჯარო სკოლის დირექტორები იყვნენ: ი. რუხაძე, მ. მორჩილაძე, დ. ფხალაძე, გ. ლეჟავა, ო.
პაკატილოვა, ვ. ჩაგელიშვილი, ი. ნუცუბიძე, შ. ზედანია, მ. კიკალიშვილი, ალ. ქარცივაძე,
მ. ნუცუბიძე, რ. ქელდიშვილი.
მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილი და ამგდარი დირექტორი,
რომელმაც მთელი ცხოვერება, 50 წელი, ლილოს სკოლის კეთილმოწყობას და ახალგაზრდობის აღზრდას
შეალია, იყო აწ გარდაცვლილი ქალბატონი ალექსანდრა ქარცივაძე.
ძველი სკოლა
ახალი სკოლა
გაბათაშვილების გვარი
გაბათაშვილების გვარი ერთერთი უძველესია დიდი ლილოს დასახლებაში მათი გვარი მაჩაბელმა ჩამოასახლა რამოდენიმე კომლთან ერთად XVIII საუკუნეში. გაბათაშვილების გვარის წარმომადგენელი იყო ერთერთი საუკეთესო მედროშე ერეკლეII ჯარში, გმირობისათვის ერეკლეს მისთვის ვენახებიც კი უბოძებია. გაბათაშვილებს გერის წმინდა გიორგიდან წამოუღიათ ქვა რომელიც გამოიყენეს ლილოში წმინდა გიორგის ეკლესიის ასაშენებლად. მათვე ააშენეს ლილოში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიაც სადაც დასვენებულია ეკლესიის მშენებლის ნეშთი გაბათაშვილების უმეტესობა მშენებელი, არქიტექტორი, ინჟინერი ან მხატვარია. ამასთან გამოირჩევიან ვაჟკაცური ხასიათით, შრომის მოყვარეობით და ,,კარგი პურის ჭამით" რაც, ასახულია მათ საგვარეულო გერბზეც.
ჩვენს შესახებ
სახელი: ქრისტინა
გვარი: ხოდონაშვილი
გვარი: ხოდონაშვილი
კლასი : X
ინტერესები: მომწონს ახალი ადამიანების გაცნობა, დისკუსიის გამართვა საინტერესო თემებზე, მიტაცებს მარკეტინგი, მენეჯმენტი და ზოგადად ეკონომიკის სფეროები. თავისუფალ დროს დაკავებული ვარ ფოტოგრაფიით,
წიგნების კითხვით ან ფილმების ყურებით.
ელ.ფოსტა: kris.ti26@yahoo.com
სახელი : დავითი
გვარი : გაფიშვილი კლასი : XI ინტერესები : კომპიუტერული პროგრამირება, მიტაცებს კალათბურთი და ფეხბურთი, მიყვარს მუსიკა
ელ.ფოსტა : dato.tr@mail.ru

სახელი: ნინო
გვარი: თინაშვილი
კლასი: XI
ინტერესები: მიტაცებს სამედიცინო სფერო,მიყვარს წიგნების კითხვა,მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან ერთად ყოფნა
ელ.ფოსტა: nini.tinashvili@mail.ru
სახელი: მარიამ
გვარი: ქარქუსაშვილი
კლასი: X
ინტერესები: მიყვარს სურათების გადაღება მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარება
ელ.ფოსტა: mariqarqusashvili@web.ge
სახელი: მანანა
გვარი: ნუცუბიძე
პედაგოგის მეცნიერებათა დოქტორი, ქ.თბილისის #217 საჯარო სკოლის ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელი
ელ.ფოსტა: nutsubidzemanana@gmail.com
სახელი: ლიკა
გვარი: თიგიშვილი
კლასი: X
ინტერესები: მიყვარს მოგზაურობა, წიგნების კითხვა, ფილმების ყურება.
ელ.ფოსტა: tigishvililika5@gmail.com
კონსულტანტები :
1. ხათუნა მათიაშვილი #217 საჯარო სკოლის გეოგრაფიის სერტიფიცირებული მასწავლებელი
2. ქეთევან გურგულიანი #217 საჯარო სკოლის ბიოლოგიის სერტიფიცირებული მასწავლებელი.
3.ელზა გაბათაშვილი #217 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ყოფილი მასწავლებელი
4.ზულო ფუხაშვილი #217 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებელი.
5. ჭიჭიკო თიგიშვილი-დიდ ლილოში მცხოვრები.
6. ნანული ავალიშვილი-დიდ ლილოში მცხოვრები
7. შალვა ხოდონაშვილი-დიდ ლილოში მცხოვრები
პრობლემატური საკითხები
წყლის პრობლება
ჩვენ რეგიონში
წყლის პრობლემა უკვე დიდი ხანია რაც არსებობს. მოსახლეობა მასთან გამკლავებას საკუთარი
ხარჯებითა და შესაძლებლობებით ვერ ახერხებს. ეს იმის შედეგია, რომ ამ ადგილზე მოწესრიგებულ
წყლის სისტემას არასოდეს უარსებია. არსებობდა
მხოლოდ კოლექტიური სარგებლობისათბის გაწერილი წყლის ასავსებად გამოყოფილი ადგილები.
თუმცაღა თანამედროვე ცხოვრების სწრაფმა ტემპმა და ცალკეული ადამიანების მოთხოვნამ ინდივიდუალურად,
თითოეულს ჰქონოდა წყალი საკუთარ ეზოში, გამოიწვია
ის პრობლება, რომლის გადაწყვეტასაც უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ვცდილობთ.
ამჟამად
ლილოს მცხოვრებლებს წყალი ორი გზით მიეწოდება. ერთია- ეგრედწოდებული „ტყის“ იგივე „ნასაგურის
წყალი“, ხოლო მეორე-თბილისის ზღვიდან ამოტუმბული. თუმცაღა, საქმე იმაშია, რომ არცერთი
მათგანი რეგიონს ოცდაოთხსაათიანი წყლის მომარაგებით არ უზრუნველყოფს.
ტყიდან წამოსული
წყალი არ იფილტრება, ის მხოლოდ ავზში გროვდება. რა თქმა უნდა, ამგვარი წყალი სერიოზულ
საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მით უმეტეს, რომ წყლის ამ რესურსით არა მხოლოდ
ერთეული ადამიანები, არამედ სოფლის ნახევარი მარაგდება, რის შედეგადაც დაავადების შანსი
იზრდება. „ნასაგურის წყალი“ მუდმივად არ მოედინება, იგი მოსახლეობას დღის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, დილა-საღამოს,
თითო-თითო საათით მიეწოდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი სოფელი ადამიანს დაიქირავვებს,
რომლის მოვალეობაშიც ავზიდან წყლის გამოშვება იქნება.
დიდი ლილოს
მეორე ნახევარს წყალი ჯერ ჟინვალის წყალსაცავიდან, ხოლო მოგვიანებით კი თბილისის ზღვიდან
მიეწოდებოდა. მართალია, ეს საშუალებას აძლევს მოსახლეობას წყალი დიდი რაოდენობით და
შედარებით დიდხანს მოიხმაროს, მაგრამ ეს ხერხი პრობლემას სრულიად მაინც არ წყვეტს,
რადგან 24 საათის განმავლობაში წყლის უქონლობა
დამატებითი ხარჯების გაწევას მოითხოვს, რაც წყლის სათავსოების ყიდვას ხმარდება.
მოსახლეობის
მხოლოდ ერთი მეოთხედი ნაწილია მთელი დღის განმავლობაში წყლით უზრუნველყოფილი, ეს იმის
გამოა, რომ მათთვის წყალი თბილისის ზღვიდან 24 საათის განმავლობაში იტუმბება.
ამ რეგიონის
მაცხოვრებლები პრობლემის გადაწყვეტას იმაში
ხედავენ, რომ წყლის მიწოდებისას ყველა თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და არა მხოლოდ
მაცხოვრებლების ერთი მეოთხედისათვის, არამედ ყოველი კომლისათვის მოხდეს წყლის ამოტუმბვა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი გადაიჭრება იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ახლიდან დაიქსელება წყლის სისტემით.
2010 წელს დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის
კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაშენდა საყოაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი,
დასახლებული პუნქტიდან 3-4 კილომეტრის მოშორებით, რაც არ შეესაბამება კანონით დადგენილ
ნორმებს. აღნიშნული პოლიგონის ამ ტერიტორიაზე გადმოტანას, გლდანის ტერიტორიიდან, თავიდანვე
აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობა და ბრძანების გაუქმებას მშვიდობიანი საპროტესტო
აქციებით მოითხოვდა. თუმცა მერიამ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა. მშენებლობის
დაწყება იმ პირობით მოხდა, რომ ადგილობრივებს უსიამოვნო სუნი არ შეაწუხებდათ, მათ ექნებოდათ
გაზი, რომელიც ნარჩენების გადამუშავებით გამოიყოფოდა და არ გადაიხდიდნენ დასუფთავების
გადასახადს. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონმა დაიწყო
ფუნქციონირება, მოსახლეობა გაწბილებული დარჩა, რადგან არცერთი ზემოთ აღნიშნული პირობა
არ შესრულდა. დილით და საღამოს, განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის დროს, პოლიგონიდან
დასახლების მიმართულებით ვრცელდება უსიამოვნო სუნი, რაც მომწამვლელად მოქმედებს ადგილობრივ
მოსახლეობაზე და ინტოქსიკაციას იწვევს. ყველაზე დიდი საფრთხე კი ემუქრებათ ბავშვებს.
პოლიგონიდან სულ რაღაც 10-12 მეტრის რადიუსზე მიედინება
ხელოვნურად გაჭრილი არხი, რომელიც ჯერ წყლით ამარაგებს ორხევის მოსახლეობას, შემდეგ
კი ჩაედინება თბილისის ზღვაში. ქარის მიერ პოლიგონიდან წამოღებული ნარჩენები პირდაპირ
არხში ხვდება. ამას გარდა პოლიგონიდან გამოსული თხევადი სახის ნივთიერებები არხში ჩადის
და აბინძურებს მას. ყოველივე ამის შემდეგ ამ არხის წყალი სასმელად გამოუსადეგარია, მაგრამ სამწუხაროდ არხის წყალი თბილისის ზღვაში ჩაედინება და სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოიყენება.
პოლიგონიდან რამდენიმე კილომეტრში არის თბილისის აეროპორტი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. ნაგავსაყრელის გამო, ამ ტერიტორიაზე გაიზარდა ფრინველების რაოდენობა, რაც სართხეს უქმნის ბოინგებს აფრენის და დაჯდომის დროს. ეს საფრთხე რეალურია და ეს საკითხი წინ წამოიწია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ უსიამოვნო სუნის და სხვა რეალური პრობლემების გამო პროტესტი გამოთქვა და გადაკეტა ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზა. საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა. დაიწყო მოლაპარაკებები პოლიგონის გადატანის თაობაზე, რაც აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, თუმცა დღემდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი ისევ ფუნქციონირებს. ეს ადგილობრივებისთვის დიდ პრობლემას წაროადგენს. ეს პრობლემა ეხება არამარტო დიდი ლილოს ტერიტორიას არამედ ნაგავსაყრელთან ახლოს მდებარე სხვა დასახლებებსაც.
საავადმყოფო
დიდი ლილოს მოსახელობისთვის უკვე რამდენიმე წელია გადაუჭრელ პრობლემად რჩება საავადმყოფო. დასახლებაში მისი არქონა სერიოზული პრობლემის წარმომქმნელია, ვინაიდან მოსახლეობა იძულებულია მცირე კონსულტაციისთვისაც კი მიმართონ III მასივის დასახლებაში არსებულ საავადმყოფოს, რომელსაც მთელი ლილოს მოსახლეობა ჰყავს მიმაგრებული.
თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში საავადმყოფოების მშენებლობის
ინტენსივობას და დასახლებისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ერთი საავადმყოფოს გახსნა, ან არსებული შენობის შეკეთება და მედ პერსონალით დასაქმება.
კანალიზაცია
ეს ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია. საკანალიზაციო სისტემის არარსებობა და ასევე ეს ღია საკანალიზაციო არხები ცენტრალურ გზაზე საფრთხეს უქმნის დასახლებაში მცოვრებ მოსახლეობას და ცხოველებს, ანტისანიტარია ადამიანების მოწამვლას და დაავადებებს იწვევს, ასევე არსებობს საფრთხე ეს ღია კანალიზაციის წყალი სასმელი წყლის გაუჭებულ და გახეთქილ მილებში ჩაიღვაროს, რაც დამეთანხმებით ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს და მოხუცებს, რომლებიც ამ წყლით იკვებებიან.
კანალიზაცია
დიდ ლილოში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებთან ერთად თავს იჩენს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - კანალიზაციის არარსებობა. შვიდასკომლიან დასახლებაში მოსახლეობის 90%-ს არ გააჩნია გამართული საკანალიზაციო სისტემა, რაც მნიშვნელოვან ჰიგიენურ პრობლემას ქმნის და ანტისანიტარიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. 2010 წელს აშენდა ბაღის შენობა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაყვანილი იქნა საკანალიზაციო სისტემა, რომელშიც ჩაბმული იქნა მხოლოდ ბაღის ტერიტორიაზე არსებული სახლები, თუმცა ეს არ წარმოადგენს დასახლების მეოთხედსაც კი, ამიტომ კანალიზაციის პრობლემა ძალზედ აქტუალურია დიდი ლილოს ტერიტორიაზე.
დასახლებას დიდი რეკრეაციული პოტენციალი გააჩნია, თუმცა ანტისანიტარია დასვენების საშუალებას არ იძლევა. გარდა იმისა რომ არ არის გამართული საკანალიზაციო სისტემა, ცენტრალურ გზაზე არსებული ღია საკანალიზაციო მილები, ე.წ. „ლადოგები“ ძაიან დიდ ჰიგიენურ პრობლემას წარმოადგენს, აქ იღვრება ცენტრალურ გზაზე მცხოვრები მოსახლეობის კანალიზაცია. ღია საკანალიზაციო მილები ავსებულია ნაგვით, ხოლო წვიმის დროს ეს ნაგავი გადმოდის გზაზე რაც არცთუისე სასიამოვნო სანახაობას ქმნის, ამ შემთხვევაში გზის დასუფთავება დასუფთავება თავად მოსახლეობის მიერ ხდება, თუმცა ზოგჯერ მოსახლეობაც არ აქცევს ყურადღებას.
ეს ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია. საკანალიზაციო სისტემის არარსებობა და ასევე ეს ღია საკანალიზაციო არხები ცენტრალურ გზაზე საფრთხეს უქმნის დასახლებაში მცოვრებ მოსახლეობას და ცხოველებს, ანტისანიტარია ადამიანების მოწამვლას და დაავადებებს იწვევს, ასევე არსებობს საფრთხე ეს ღია კანალიზაციის წყალი სასმელი წყლის გაუჭებულ და გახეთქილ მილებში ჩაიღვაროს, რაც დამეთანხმებით ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს და მოხუცებს, რომლებიც ამ წყლით იკვებებიან.
ღირსშესანიშნავი ადგილები და დაწესებულებები
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
ეკლესიის ამჟამინდელი შენობა აშენებულია 2002 წელს ელგუჯა გაბათაშვილის თაოსნობით. იგი ააშენეს ძველი – პირველი ეკლესიის საძირკველზე. გადმოცემით, ეკლესიის მშენებლობისას გერის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ჩამოუტანიათ ეკლესიის ფუძის ქვა, რომელიც ამჟამად საკურთხეველშია ჩატანებული. ამ ქვის შესახებ არსებობს თქმულება – ვინმე ჩეჩო გაბათაშვილს გერში უკურთხებია გერის ქვა და უთქვამს: “თუ ამ ქვის სიმძიმე გერიდან დიდ ლილომდე მიწას ვაგრძნობინო, ამ ქვასავით გავქვავდეო”. დღე ზურგით, ხოლო ღამე გულზე დებით, ასე ხელით ჩამოუტანია და ჩაუტანებია დიდი ლილოს წმინდა გიორგის მე-10 საუკუნემდელი ეკლესიის ნიშში აღდგენის მიზნით, რაც სავარაუდოდ ვერ მოხერხდა. დღევანდელი ნაგებობა უკვე მესამეა იმ ადგილზე, სადაც პირველი ეკლესია იყო აშენებული.
ეკლესიის საძირკვლის გათხრისას აღმოჩნდა, რომ მისი საკურთხეველი მომრგვალო ფორმის იყო და კუთხეებში კიბეები ჰქონდა დატანებული. საპატრიარქოდან მოსულმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იგი მე-10 საუკუნემდე უნდა იყოს აშენებული, რადგან ასეთი ტაძრები მხოლოდ მე-10 საუკუნემდე იგებოდა.

მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია მოქმედია 2001 წლის 3 დეკემბრიდან. იგი არის ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის, თავზე დაშენებული სამრეკლო ეკუთვნის მე-20 საუკუნის ბოლოს. ტაძრის აღმოსავლეთის მხარე შუა ნაწილამდე უფრო ძველია. დასავლეთის მხარე მოგვიანებით მიუშენებია იოსებ გაბათაშვილს, რისთვისაც იოსები ეკლესიაში დაუსაფლავებიათ. ამაზე მეტყველებს ეკლესიაში შემონახული საფლავის ქვა წარწერით – “საფლავსა შინა მდებარე ვარ იოსებ გაბათაშვილი. ოდეს ლილო აშენდა, პირველად მე ჩამოველ. ხელ ვყავ შენებას სახლებისა, ეკლესიისა, სამრეკლოსი, ვენახისა. მხილველნო შენდობა შემაწიეთ”.
საბჭოთა წყობილების დამყარებამდე ეკლესიაში ტარდებოდა წირვა-ლოცვა. მღვდელი კახაბერი სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1924 წლის აჯანყების შემდეგ მღვდელი კახაბერი, რომლის დედა გაბათაშვილის ქალი იყო, თერთმეტ ლილოელთან ერთად დახვრიტეს სართიჭალის მიდამოებში.
1929 წლიდან სოფელში შეიქმნა კოლმეურნეობა. ეკლესიაში შეწყდა წირვა-ლოცვა. შენობას საწყობად იყენებდნენ. მხოლოდ 2000 წელს მოხდა მისი აღდგენა და ერთი წლის შემდეგ ამოქმედდა.
ეკლესიის ეზოს გასუფთავებისას და შემოღობვისას უკანა მხარეს აღმოაჩინეს სოფლის უძველეს მცხოვრებთა ნაშთები, რომელიც საერთო საძვალეს მიაბარეს.

ბიბლიოთეკა
კულტურულ–საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო
დაწესებულება ე.წ. „კულტურის სახლი“ დიდ ლილოში აშენდა 1937 წელს, იგი წარმოადგენდა ყველასთვის ხელმისაწვდომ და შემოქმედებითი უნარების რეალიზაციის საშუალებას,
რომელსაც ჰქონდა ბიბლიოთეკაც 6-7 ათასი სახეობის
წიგნადი ფონდით. წლების განმავლობაში კულტურის
სახლის დირექტორი იყო ქალბატონი ლამარა ნუცუბიძე, ხოლო უცვლელი ბიბლიოთეკარის როლს
ასრულებდა ეთერ ფუხაშვილი.
1974 წელს მისი თანამშრომლები გაანთავისუფლეს. ხოლო კულტურის სახლი დაიხურა.2000 წელს კულტურის სახლის შენობა გაიყიდა და ახალმა მფლობელმა
შენობის დემონტაჟი მოახდინა . სოფელი დარჩა
კულტურის სახლის გარეშე . მაშინ, როდესაც წამოიჭრა ბიბლიოთეკის არსებობის საკითხი ეთერ ფუხაშვილმა, თავისი ინიციატივით დაწესებულებაში
არსებული წიგნები უკლებლივ გადაიტანა ყოფილი
საბჭოს შენობაში. ბიბლიოთეკა ჩვეულ რიტმში ჩადგა. ხალხს ისევ მიეცა საშუალება ბიბლიოთეკის
მომსახურეობით ესარგებლათ.
2007 წელს დიდი ლილოს თბილისთან მიერთების შემდგ
შეიცვალა ბიბლიოთეკისადმი დამოკიდებულება.2010 წელს ქალაქის მერიამ ბიბლიოთეკას საჩუქრად
გადასცა თანამედროვე გამოცემის 1000-მდე სხვადასხვა
სახეობის წიგნი.ამჟამად არახელსაყრელი პირობების გამო ბიბლიოთეკა სეზონურად მუშაობს.თუმცა
მკითხველთა რაოდენობა არასახარბიელოა.
დიდი ლილოს საჯარო სკოლა
პირველი სკოლა 1903 წელს გახსნილა. შენობა ბატონის სახლი ყოფილა და გადაუციათ სკოლისთვის. თავდაპირველად სკოლა ოთხკლასიანი იყო. ამ სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს მღვდელი კახაბერი, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს. იგი წარმოშობით გაბათაშვილების გვარის ქალის შვილი ყოფილა. (სწორედ ამ გვარის წარმომადგენლები დასახლებულან ლეკიანობის გამო უკვე მერამდენედ დაცარიელებულ სოფელში 1750-იან წლებში პირველები. თუმცა გაბათაშვილები იქნებ უფრო ადრეც სახლობდნენ ლილოში???) კახაბერ მღვდელი 11 ლილოელ კაცთან ერთად 1924 წელს დახვრიტეს ბოლშევიკებმა.
1922-23 წლებში სკოლა შვიდწლიანი გახდა, ხოლო 1947 წლიდან რვაწლიანი. პირველი დირექტორები ყოფილან მორჩილაძე, დომენტი ფხალაძე, ოლია პაკატილოვა, გიგო თოთრაშვილი, მთავარი კიკალეიშვილი, გიორგი ჩომახიძე. თითქმის 50 წელი იყო ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი ალექსანდრა(შურა) ქარცივაძე, რომლის დამსახურებაცაა სკოლის ახალი შენობის აშენება. სკოლის ძველ შენობაში სწავლა ორცვლიანი იყო, ახალ შენობაში კი ერთ ცვლაშია. სკოლაში არის კლას-კაბინეტები, ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები.
2003 წელს სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მთელმა სოფელმა ღირსეულად აღნიშნეს ეს თარიღი.
დიდი ლილოს ერთერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სამგორის სარწყავი არხი.1929 წლიდან სოფელში მოქმედებდა კოლმეურნეობა, ხოლო უფრო გვიან შეიქმნა მეურნეობა. 1950-იან წლებში ლილოში მცხოვრები ნიკოლოზ ჯუგაშვილი ხალხის მოთხოვნით გაუშვიათ სტალინთან სტუმრად, რათა ეთხოვა ნებართვა მდ. იორიდან სარწყავი არხის გამოყვანაზე. ამას შედეგი მოჰყვა. უკვე რამდენიმე ათეული წელია ლილოს ბაღ-ვენახები ირწყვება სამგორის სარწყავი არხით, რომელიც ჩაედინება თბილისის ზღვაში.
საბჭოთა კავშირის დიდი ბელადის ი.ბ. სტალინის მამა ლილოელი ყოფილა, ამიტომ სტალინის მმართველობის პერიოდში სოფელში აშენებულა მეურნეობის შენობა, საბჭოს შენობა, კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი და სხვა.

ბრძოლიდან
დაბრუნებული ერეკლე მეფე, ჯართან ერთად მიდიოდა დიდი ლილოს გზით კახეთიდან ქართლისაკენ.
გზად შემოხვდა წყარო, ამიტომაც მას ერეკლე მეფის საპატივსაცემოდ ერეკლე მეფის წყარო
უწოდეს.
ერეკლე მეფის წყარო
ერეკლე მეფის წყარო მდებარეობს დიდი ლილოს ჩრდილოეთ ნაწილში, შუაგულ ტყეში. 60-იან წლებში მომხდარა მისი რესტავრაცია და მარმარილოთი მოპირკეთება. მაშინდელმა მთავრობამ განიზრახა ამ ადგილზე დასასვენებელი პარკის გაკეთება და ვინაიდან, მასთან მისასვლელი მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, საჭირო გახდა საავტომობილო გზის გაყვანა. გზის გასაფართოებლად და ავტომანქანის მისასვლელად გზის პირზე ტყე გაიჩეხა, თუმცა სულ ტყუილად, რადგან ფინანსების უქონლობის გამო პარკის გაკეთება ვეღარ მოხერხდა. სანაცვლოდ კი მანქანებს გზა გაეხსნათ ერეკლე მეფის წყაროსთან მისასვლელად. დასვენებისათვის კი უფრო კარგი გამოსაცოცხლებელი საშუალებაა რა არის, თუ არა ცივი, ანკარა წყარო, ამიტომ ნელ-ნელა ბინძურდება ოდესღაც სუფთა წყალი, რადგან საკვები ნარჩენები მასში იყრება. დაბინძურებული წყალი კი რიყეზე ჩამოდის და სწორედ ამ წყლით მარაგდება სოფელი.

ამ დროისათვის
ერეკლე მეფის წყაროს აღარ აქვს შემკრები ავზი. ერთი გადმოცემის თანახმად მასში ჩააყოლეს
10-ოდე ბოთლი ღვინო. ეს ყველაფერი სხვებსაც
გაუგიათ და სწორედ ამ ჩატანებული ბოთლების გამო დაუნგრევიათ ეს წყლის მოპირკეთებული
სათავე.
სახელმწიფო არქივი
ახალ საცავებში განთავსებულ საარქივო მასალებს შორის არის ე.წ. "ტექბიუროს" არქივი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი საფუძველია. მათი უმრავლესობა საკმაოდ ძველია, რის გამოც არსებობდა დოკუმენტების განადგურების საფრთხე. ამიტომ, 2006 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო არსებული დოკუმენტაციის სკანირება და ელექტრონულ ფორმატში გადატანა. ელექტრონული დოკუმენტაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, ქაღალდის ვერსიის გამოყენების საჭიროება კი მხოლოდ დოკუმენტის ჩანაწერში ეჭვის შეტანის შემთხვევაში დგება.
არქივის ახალ შენობაში სრულად განთავსდა ნოტარიუსთა პალატაში დაცული სანოტარო აქტებიც. დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში შეტანა 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამჟამად დასრულებულია სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების ელექტრონული რეესტრი, სადაც დარეგისტრირებულია 2000-მდე ანდერძი და 440 000-მდე სამკვიდრო მოწმობა.
იუსტიციის სამინისტროს არქივის შენობა აღჭურვილია დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, რაც დოკუმენტაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საბავშვო ბაღი
ინტერპლასტი
შპს "ინტერპლასტი" არის სამშენებლო-სარემონტო
მასალების
მწარმოებელი
ქარხანა.
კომპანია
აწარმოებს
მაღალი
ხარისხის
პროდუქციას
საერთაშორისო
სტანდარტების
მიხედვით.
მას
მინიჭებული
აქვს
ISO 9001:2000 სერტიფიკატი.
შპს
"ინტერპლასტი"
აწარმოებს
460 დასახელების
შემდეგ
პროდუქციას:
** წყლის
და
ბუნებრივი
აირის
პოლიეთილენის
მილები
და
ფიტინგები;
** კანალიზაციის
პოლიეთილენის
(გოფრირებული)
მილები;
** კანალიზაციის
პოლივინილქლორიდის
მილები;
** შიდა გაყვანილობის
და
გათბობის
პოლიპროპილენის
მილები
და
ფიტინგები;
** მეტალოპლასტმასის
კარ-ფანჯრების
პროფილები
(თეთრი
და
ფერადი);
** შეკიდული
ჭერის
პანელები
(თეთრი
და
ფერადი);
** მეტალოკრამიტი
და
პროფფენილი
(ნებისმიერი
სიგრძის);
** სენდვიჩ-პანელები
(ნებისმიერი
სიგრძის);
** პენოპლასტი.
აღნიშნული საწარმო ქართული ინვესტიციით შეიქმნა, სადაც
ათასი ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, რამდენიმე საამქროს გახსნის შემდეგ მუშა-ხელის
რაოდენობის გაზრდა 3 ათას კაცამდე იგეგმება.
სახელმწიფო არქივი
4 ნოემბერს,
ლილოში იუსტიციის სამინისტროს არქივი გაიხსნა. ქაღალდის დოკუმენტაციის
უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვისთვის განკუთვნილი თანამედროვე შენობა, რომლის საერთო
ფართი 3.000 კვ. მეტრია, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გახსნა.
"ამ
შენობაში თავმოყრილია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრსა და ნოტარიუსთა პალატაში
დაცული ქაღალდის დოკუმენტები" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, ისინი თანამედროვე
დიზაინის რელსებზე მოძრავ სტელაჟებზეა განთავსებული, მათი დაცვის რეჟიმი კი სრულად
აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, გაიოლებულია ინფორმაციის მოძიების
სისტემაც, რაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების სერვისებს მოქალაქეებისათვის
უფრო მარტივს, კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის.
ახალ საცავებში განთავსებულ საარქივო მასალებს შორის არის ე.წ. "ტექბიუროს" არქივი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი საფუძველია. მათი უმრავლესობა საკმაოდ ძველია, რის გამოც არსებობდა დოკუმენტების განადგურების საფრთხე. ამიტომ, 2006 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო არსებული დოკუმენტაციის სკანირება და ელექტრონულ ფორმატში გადატანა. ელექტრონული დოკუმენტაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, ქაღალდის ვერსიის გამოყენების საჭიროება კი მხოლოდ დოკუმენტის ჩანაწერში ეჭვის შეტანის შემთხვევაში დგება.
არქივის ახალ შენობაში სრულად განთავსდა ნოტარიუსთა პალატაში დაცული სანოტარო აქტებიც. დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში შეტანა 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამჟამად დასრულებულია სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების ელექტრონული რეესტრი, სადაც დარეგისტრირებულია 2000-მდე ანდერძი და 440 000-მდე სამკვიდრო მოწმობა.
იუსტიციის სამინისტროს არქივის შენობა აღჭურვილია დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, რაც დოკუმენტაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საბავშვო ბაღი
ბაღის
შესახებ
მისამართი:
ისანი
სამგორის
რაიონი.
დიდი
ლილო
(ტელ:
593 62-91-72)
შენობა:
2 სართული
517 კვ.მ.
ეზოს საერთო ფართი:
1980 კვ.მ.
სამუშაო
საათები: 09:00-დან 18:00-მდე (ყოველდღე
შაბათ-კვირის
გარდა).
საზაფხულო არდადეგები: ივლისი და აგვისტო.
ბაღის სპეციფიკა: ბაგა-ბაღი
ბაღის ფუნქციები: ბაღში ფუნქციონირებს სამი ჯგუფი. I. ბაგა 2-3 წლიანები; II. 3-5 წლიანები შერეული ჯგუფი; III. 5-6 წლიანები. ბაგა-ბაღი ერთ ცვლიანია, თითოეულ ჯგუფზე განკუთვნილია 1 ღმზრდელი და 1 აღმზრდელის თანაშემწე. ბაგა-ბაღში ირიცხება 70 ბავშვი. ბაგა-ბაღის შენობა აშენებულია 1902 წელს. ამჟამად დგას ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის საკითხი.

Subscribe to:
Posts (Atom)